ტექნოლოგიური საჭიროების შეფასება საქართველოთვის
მსოფლიოს 15 ქვეყანაში გლობალური ტექნოლოგიური საჭიროებების შეფასების პროექტის ფარგლებში WEG-ის ექსპერტები განახორციელეს საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილების ტექნოლოგიების საჭიროების შეფასების სამუშაოს. პროექტი ითვალისწინებდა ეკონომიკის სექტორების შერჩევას და იმ ტექნოლოგიების გამოვლენას, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას და ამავე დროს მაქსიმალურად შეესაბამება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს. შერჩეული ტექნოლოგიებისთვის ჩატარდა ბაზრის ანალიზი, გამოვლინდა დანერგვის და გავრცელების ბარიერები და ჩამოყალიბდა ქვეყნის სამოქმედო გეგმა ამ ტექნოლოგიების ხელშესაწყობად. ზოგიერთი ტექნოლოგიისათვის მომზადდა ასევე პილოტური პროექტების წინადადებები. სამუშაო მიმდინარეობდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) RISO ცენტრთან თანამშრომლობით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით.