„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“- განხორცილების მხარდაჭერა საქართველოში.
ენერგეტიკა
საქართველო
UNDP
2023
პროექტის მიზანია მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის - „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“- განხორცილების მხარდაჭერა საქართველოში. ინიციატივა მიმართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისკენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- განახლებადი ენერგია - განახლებადი ენერგიის შესახებ ახალი დირექტივის განხორციელების ბარიერების დადგენა და განხორციელების საგზაო რუკის მომზადება;
- ენერგოეფექტიანობა - ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებლების და ინდიკატორების განსაზღვრა სერვისების სექტორებში;
- ენერგეტიკული უსაფრთხოება - შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების ანალიზის მიმართულებით;
- ენერგეტიკული სიღარიბე - საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევი ძირითადი ფაქტორების შეფასება, რელევანტური ინდიკატორების განსაზღვრაზე მუშაობის დაწყება და არსებული დახმარების სქემების ანალიზი.
პროექტი ასევე მოიცავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.