შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმი 2018
14-16 ივნისს, რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, ახალი სტრატეგიული ცენტრის ორგანიზებით შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დირექტორი, მურმან მარგველაშვილიც მონაწილეობდა.
ღონისძიების მთავარი მიზანია შექმნას პლატფორმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დებატებისთვის საჯარო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ანალიტიკოსების, საერთაშორისო ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ფორუმის წლევანდელი თემა იყო უსაფრთხოება შავი ზღვისა და ბალკანეთის რეგიონებში. მურმან მარგველაშვილმა მოხსენება საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე გააკეთა.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევების გამოკვეთას, რეალისტური გადაწყვეტების აღმოჩენას და კონტაქტის გაღრმავებას მონაწილეებს შორის.
კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის, კონსტანცას მეტროპოლიტან არეას და რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ შექმნილი შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმი პირველად გასულ წელს, ასევე ბუქარესტში ჩატარდა, რომელსაც WEG-ის წამყვანი მკვლევარი, ნატალია შათირიშვილი, ესწრებოდა.