„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზე

ახალი სტრატეგიული ცენტრისა და მისი პარტნიორების: კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის, კონსტანცას მეტროპოლიტან არეას და რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ შექმნილი შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმი 8-9 ივნისს, რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში ნატოს საჯარო დიპლომატიური განყოფილების დაფინანსებით თანადაფინანსებით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შავი ზღვისა და ბალკანეთის რეგიონებიდან მოწვეულ უსაფრთხოების ანალიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აკადემიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარება და გაძლიერება.

ფორუმს ესწრებოდნენ რუმინეთისა და ნატოს მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები საერთაშორისო ურთიერთობებში და დიპლომატები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, ასევე, თურქეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან და მონტენეგროდან.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული სესიები, რომელიც ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც, თუმცა სესიების უმეტესობა დახურული იყო მაქსიმალურად ღია და პირდაპირი დიალოგის უზრუნველყოფისთვის სპიკერებსა და მონაწილეებს შორის.

ანალიტიკური ცენტრიდან „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ღონისძიებას ესწრებოდა წამყვანი მკვლევარი, ნატალია შათირიშვილი, რომელმაც ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებზე საქართველოს პერსპექტივიდან.

პარტნიორები და დონორები