საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტიცვები
5 აგვისტოს 10:00 - 15:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ღონისძიება - - საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტიცვები - გაიმართება.
შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული დებატების ხარისხის გაუმჯობესება წინასაარჩევნო პერიოდში და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგის წახალისება.
ამოცანები:
- საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების გამოვლენა და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების განხილვა;
- საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმოხილვა და მიღწევებისა და შეცდომების ანალიზი
- ენერგეტიკული რეფორმების საჭიროების განხილვა ასოცირების ხელშეკრულების და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების კონტეტქსტში.
მონაწილეებას მიიღებენ: საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორები და საფინანსო ინსტიტუტები, დიპლომატიური კოროპუსი, სამოქალაქო საზოგადოება, სექტორის სპეციალისტები და პოლიტიკური პარტიების წარმოადგენლები.
ფორმატი: ღნისძიება წარიმართება მოხსენებებისა და დისკუსიის ფორმატში. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი
ღონისძიებას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და Deloitte -ის მიერ განხორციელებული USAID G4G პროგრმის მხარდაჭერით.