მედია გაშუქება - WEG "გაზპრომ ექსპორტთან" მოლაპარაკების შესახებ
2017 წლის 11 იანვარს, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სომხეთში გაზის ტრანზიტზე „გაზპრომ ექსპორტთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგები, რის მიხედვითაც გაზის გატარების საფასური საქართველოს აუნაზღაურდება მონეტარულად და არა გატარებული გაზის 10%-ისთ , როგორც ეს წინა წლებში იყო .
WEG-მა ახალი ხელშეკრულების შესახებ კომენტარი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და კონკრეტულლ ფაქტებზე ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბარშიც.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 „გაზპრომ ექსპორტან“ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესსა და შემდგომ პერიოდშიც აქტიურად აშუქებდა ამ თემას. ერთ-ერთ ინტერვიუში, WEG-ის დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა დოკუმენტის გასაიდუმლოების უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით, WEG-ის ანალიტიკოსმა, გიორგი მუხიგულიშვილმაც გააკეთა კომენტარი ახალი ხელშეკრულებით საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.
რუსთავი 2-მა გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხის გაშლას რამდენიმე ბლოკი დაუთმო. პირდაპირი ჩართვებისას ეთერში დასმულ კითხვებს ჯერ მურმან მარგველაშვილმა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გიორგი მუხიგულიშვილმა უპასუხეს.
გაზპრომთან მოლაპარაკების თემას ასევე აქტიურად აშუქებდა ტელეკომპანია მაესტრო, რომლის ეთერშიც მურმან მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი პირობები არ არის ხელსაყრელი, როგორც ეს მთავრობის მხრიდან ითქვა. მოგვიანებით, ხელშეკრულების პირობების, საფრთხეებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ სასაუბროდ ბიზნესკონტაქტის ეთერში სასაუბროდ გიორგი მუხიგულიშვილი იყო მიწვეული.
მურმან მარგველაშვილმა გაზპრომ ექსპორტთან დადებულ შეთანხმებაზე ცენტრის პოზიცია დააფიქსირა ტელეკომპანია „იბერია“-სა და რადიო პალიტრას ეთერში.
გაზპრომთან დაკავშირებით WEG-ის პოზიციით დაინტერესდა არაერთი ონლაინ გამოცემა, მათ შორის: