2020 წელს WEG საქმიანობის მოკლე მიმოხილვა
2020 რთული, მაგრამ ამავე დროს პროდუქტიული და საინტერესო წელი იყო.მრავალ საინტერესო თემაზე ვიმუშავეთ:
- ილიას უნივერსიტეტთან ერთად დავასრულეთ წიგნის - დონელა მედოუსის „სისტემებით აზროვნება - საწყისები“ - თარგმანის გამოცემა. სამწუხაროდ მის ფართო გავრცელებას კოვიდის კრიზისმა ხელი შეუშალა. თუმცა მაინც გირჩევთ და გვგონია რომ ამ საინტერესო წიგს სტრატეგიული როლის შესრულება შეუძლია ყველასვის ვისაც უნდა საკუთარი ყოფის და გარემოს უფრო სიღრმისეული გააზრება და გაუმჯობესება. წიგნი მცირე რაოდენობით იყიდება ლიგამუსში და რამდენიმე მცირე მაღაზიაში. (გადადით ბმულზე)
- დასრულდა USAID პროექტით მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების და ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის RIA. დავინახეთ, რომ 2010-2019 წლებში ენერგიის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის თითქმის გაორმაგებულია ანუ შემოსავლის იგივე წილით საშუალო მოქალაქეს თითქმის ორჯერ მეტი ელექტრობის და გაზის ყიდვა შეუძლია ვიდრე 2010-ში შეეძლო. შესაბამისად გამოჩნდა, რომ ტარიფების საკითხის აჟიტირება ძირითადად არასწორი კომუნიკაციის და პოლიტიკური პოპულიზმის შედეგია. ეკონომიკური გათვლებით ვაჩვენეთ ტარიფის სუბსიდირების არაეფექტურობა და გავაკეთეთ რეკომენდაცია, რომ მის ნაცვლად მოხდეს მოწყვლადი მომხმარებლების მიზნიბრივი ფულადი დახმარება, რითაც მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგება, განვითარდება ენერგოეფექტიანობა, შემცირდება იმპორტდამოკიდებულება და ა.შ. (გადადით ბმულზე)
- ჩავატარეთ ენერგეტიკული სტრატეგიის მარეგულირებელი გავლენის შეფასება (RIA) სადაც აღვწერეთ ხარისხიანი სტრატეგიის არქონით მიღებული ზიანი და შევაფასეთ მისი შემუშავების და განხორციელების პროცესი და შესაძლო ფინანსური შედეგები. ვაჩვენეთ, რომ ანალიტიკურ შესაძლებელობებში დახარჯული ერთი ლარით შეიძლება 400-600 ლარის სარგებელი მიიღოს და რომ კვლევებში, ცოდნასა და ფიქრში ფულის დაზოგვა უდიდესი დამაზიანებელი შეცდომაა. (გადადით ბმულზე)
- ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოვამზადეთ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის კონცეფცია, სადაც ჩამოვაყალიბეთ თუ როგორ უნდა იქნას ერთმანეთთან შეჯერებული საქართველოს ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნები და როგორ ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი. შევიმუშავეთ და სექტორის სპეციალისტებთან შევაჯერეთ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები რაც უნდა საფუძვლად დაედოს შესაბამისი ენერგეტიკული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების შემუშავებას. (გადადით ბმულზე)
- საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალობის შეფასება სადაც შევისწავლეთ საქართველოში ენერგეტიკული ინფორმაციის წყაროები, მათი ხელმისაწვდომობა და სისრულე, შესაბამისობა ენერგეტიკული გაერთიანების და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან (იხ. კვლევა) აღნიშნული სამუშაო სასარგებლოა ენერგეტიკული სექტორის მონიტორინგის და განვითარების შესაფასებლად სამოქალაქო საზოგადოების და
- გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოსთვის წარსადგენად მოვამზადეთ საქართველოს მეორე განახლებული ორწლიური ანგარიშის და მეოთხე ეროვნული შეტყობინების მნიშვნელოვანი თავები: ეროვნული თავისებურებები და ინსტიტუციური გარემო, კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკა და ღონისძიებები, კლიმატის ცვლილებისადმი ენერგეტიკის სექტორის მოწყვლადობა და ადაპტაცია. კვლევის პროცესში გავაანალიზეთ 100-ზე მეტი განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და სატყეო მეურნეობის სექტორებში, რომელთაც კლიმატის ცვლილების შერბილების პოტენციალი გააჩნიათ. (გადადით ბმულზე)
- ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OECD) და ნორვეგიულ საკონსულტაციო კომპანია SIGRAGROUP-თან თანამშრომლობით მოვამზადეთ საქართველოში ენერგეტიკული (წიაღისეული საწვავის ნაწილში) სუბსიდიების შესახებ ანგარიში. კვლევის ფარგლებში გამოვავლინეთ შვიდი ახალი სუბსიდირების სქემა, რომელთა ჯამურმა წლიურმა მოცულობამ 42 მილიონი ლარი შეადგინა (2019 წელი). (გადადით ბმულზე)
ავამოქმედეთ ახალი საკონსულტაციო კომპანია, WEG Energy - სადაც სამი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ:
- მოვამზადეთ მდგრადი ენერგეტიკის 10 პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და შევარჩიეთ მათგან საუკეთესოები. ასევე გავაანალიზეთ ის ბარიერები, რომლებიც აფერხებენ მსგავსი პროექტების განვითარებას.
- CENN-თან და კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ჩამოვაყალიბეთ სოფლად მდგრადი ენერგეტიკის ტექნოლოგიების დანერგვის რეგიონული გეგმები. ნარჩენი ბიომასის, ენერგოეფექტიანი ღუმელების და მზის წყალგამაცხელებლებისთვის გავაანალიზეთ რეგიონული ბაზრები და ღირებულებათა ჯაჭვები, დანერგვის ძირითადი ბარიერები, და მოვამზადეთ შესაბამისი რეკომენდაციები რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დაწყებული სატყეო რეფორმის კონტექსტში.
- საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით მოვიკვლიეთ ნედლეულის პოტენციალი შესაძლო ბიომასის თბოელექტროსადგურისათვის და შესაძლო ტექნოლოგიები, რამაც აჩვენა ასეთი სადგურისთვის მშენებლობის ტექნიკური შესაძლებლობა და ეკონომიურობის წინაპირობა.
ამასთან ერთად:
- ვმონაწილეობდით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მესამე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ერთობლივ პროექტებში და თემატურ ინიციატივებში. მივიღეთ მონაწილეობა ფორუმში და ჩავატარეთ საერთაშორისო ვებინარი ენერგეტიკული კორუფციის საკითხებზე.
- ვმონაწილეობდით ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და საინიციატივო დოკუმენტების შემუშავებაში. მიგვყავდა ეროვნული პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია ენერგეტიკული მიმართულებით, ვატარებდით თემატურ შეხვედრებს და ვაყენებდით ინიციატივებს.
- მონაწილეობა მივიღეთ მედია ინსტიტუციების ეკონომიკური კომპეტენციის ზრდისადმი მიძღვნილ ვიშეგრადის ფონდის საერტაშორისო პროექტში, სადაც მოხდა მედია ინსტიტუციების ეკონომიკურ-სამართლებრივი გარემოს და მათი შესაძლებლობების მიმოხილვა და ჩატარდა ვორკშოპები მედია და ბიზნეს სფეროს დაინტერესებული აუდიტორიისთვის
- აქტიურად გავაპროტესტეთ ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის უხარისხო ცვლილებები, რომელიც ბუნდოვან დაურეგულირებელ გარემოს ქმნის და პოტენციური კორუფციის საფრთხეს შეიცავს. ახლაც გვინდა გავუსვათ ხაზი ამ საკითხის საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელობას.
ასევე:
- არსებითი მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სიღრმისეული მიმოხილვის (In-depth Review IDR-ში) ანალიზის და საქართველოსთვის ბიომასის განვითარების გზამკვლევის (Sustainable Bioenergy for Georgia, Roadmap) შემუშავებაში. ასევე მივიღეთ მონაწილეობა მოლდოვას და აზერბაიჯანის
ასევე:
- ილიას უნივერსიტეტში ვავითარებთ ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების მიმართულებას. ვკითხოლობთ ლექციებს, ვმუშაობთ ახალ სილაბუსებზე და სახელმძღვანელოებზე, კვლევით პროექტებზე. ვცდილობთ ენერგეტიკული ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის უფრომჭიდროდ დაკავშირებას, რისთვისაც ჩავატარეთ ორი საინტერესო სემინარი: ბმულები
ამავე პერიოდში წამოვიწყეთ და ვაგრძელებთ რამდენიმე საინტერესო პროექტს რომელთა შედეგებსაც ზუსტად ერთ წელიწადში გაცნობებთ.
მადლობას ვუხდით თანამშრომლობისათვის და ახალ წელს ვულოცავთ ყველა ჩვენს პარტნიორს და დონორს, მათ შორის USAID, UNDP, OSI, Deloitte, GEDF, ENERGO-PRO GEORGIA, ILIAUNI, CENN, DIXI Group, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამდივნოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ყველა კოლეგა პარტნიორ ორგანიზაციას.
კეთილი სურვილებით,
WEG