დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია

17 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დონელა მედოუსის წიგნისსისტემებით აზროვნებასაწყისებიპრეზენტაცია გაიმართა. წიგნი WEG-ისა და ილიაუნისა და ერთობლივი ძალისხმევით ითარგმნა და გამოიცა.

წიგნი აღწერს ჩვენ გარშემო მოქმედი ფიზიკური, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელ სისტემურ სტრუქტურებს და მარტივ უკუკავშირებს, რაც სისტემების რთულ და ხშირად მოულოდნელ ქცევას განაპირობებს. ის გვეხმარება, მოვლენებს მიღმა დავინახოთ ქცევები; ქცევებს მიღმა კი მათი განმაპირობებელი სტრუქტურები და გაუმჯობესების ძალისხმევა სწორედ ამ სისტემურ სტრუქტურებზე მივმართოთ. თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და მაგალითებით გამოცემა ეხმაურება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების არაერთ აქტუალურ საკითხს და საყურადღებოა მკითხველთა ფართო წრისათვის სამეცნიერო-აკადემიური, საჯარო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორებიდან.

წიგნი არის პოპულარული შესავალი სისტემებით აზროვნებისა და სისტემური დინამიკის თანამედროვე მიმართულებაში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების, კლიმატური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევებში, დაგეგმვაში. გამოცემა არის ამაზონის ბესტსელერი სისტემების თეორიაში, ასევე იყო ბესტსელერი ბიზნესის მიმართულებითაც.

პრეზენტაციაზე წიგნი მოკლედ მიმოიხილეს მთარგმნელმა ნინო ბარძიმიშვილმა და თარგმანის სამეცნიერო რედაქტორმა მურმან. დასასრულ გაიმართა დისკუსია სისტემური მიდგომების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე.

წიგნის პრეზენტაციის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე

პარტნიორები და დონორები