WEG აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგომარეგულირებელი უწყებების შეხვედრას დაესწრო

16-17 მაისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგომარეგულირებელი უწყებების რიგით მე-6 შეხვედრა კიევში გაიმართა, რომლის ძირითადი თემა იყო „მიმწოდების უწყვეტობა და კომერციული ხარისხი მარეგულირებლის პერსპექტივიდან“

შეხვედრის მთავარი მიზანი გამოცდილებისა და მიწოდების ხარისხის რეგულირების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო. ამასთან, ევროპული ენერგომარეგულირებლების საბჭომ წარმოადგინა 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგები მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა WEG-ის წამყვანი მკვლევარი, გიორგი მუხიგულიშვილიც, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ძირითადი თემების განხილვაში: ელექტროენერგიის სექტორი, გაზის სექტორი, კომერციული მიწოდების ხარისხი, ენერგეტიკული უსაფრთხოება.

ღონისძიების პირველი დღე დაეთმო მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი მარეგულირებელი უწყებების პრეზენტაციებს. მათ შორის იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოხსენება საქართველოში სერვისის ხარისხის რეგულირების შესახებ, სადაც მიმოხილული იყო საკანონმდებლო ჩარჩო, მონაცემთა შეგროვება, სერვისის ხარისხის სტანდარტები, სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

შეხვედრის მეორე დღეს მონაწილეები ბოიარკაში მდებარე მეტროლოგიურ ცენტრს ესტუმრნენ. ცენტრი დაარსდა ბუნებრივი აირის ხარისხის და წნევის საყოველთაო სტანდარტების შესამუშავებლად.

პარტნიორები და დონორები