„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის პაკეტის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის შეჯამება
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
ბიუჯეტი: 120 000 USD
პერიოდი: 01.01.23-31.05.24
პროექტის მიზანი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანალიტიკური მხარდაჭერა ენერგეტიკული რეფორმების პროცესში და ევროინტეგრაციის ფარგლებში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის მექანიზმების განსაზღვრაში.
სამუშაოს მიმართულებები:
- განახლებადი ენერგიის დირექტივის REDII განხორციელების ხელშეწყობა:
- კვლევასა და მოდელირებაზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს მიერ ტრანსპორტის სექტორში RED II დირექტივის სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად. ეს დაეხმარება სამინისტროს უკეთ დაგეგმოს პოლიტიკა და შესაბამისი ღონისძიებები. შემუშავდა კონკრეტულ რეკომენდაციებს სამინისტროს მიერ პირველადი და მეორადი კანონმდებლობის ჩამოყალიბებისთვის.
- თბური ტუმბოების გამოყენება საქართველოში - საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოში თბური ტუმბოების გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, მარტივი ანალიტიკური მოდელის შემუშავება და პოლიტიკის რეკომენდაციების ჩამოყალიბება. ეს დაეხმარება სამინისტროს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებასა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. შედეგები განხილული იქნა სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროსთან, კერძო კომპანიებთან და ექსპერტებთან.
- განახლებადი ენერგიის (RED II) დირექტივის განხორციელების საგზაო რუკა - დაეხმარება სამინისტროს, კომპლექსურად შეხედოს დირექტივის განხორციელებას და მოემზადოს ცალკეული მიმართულებებით არსებული ხარვეზების შესავსებად.
- სამინისტროსთან ერთად ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, დირექტივის განხორციელების გამოწვევებზე.
- ენერგოეფექტიანობის მაჩვენებლების დადგენა და გაზომვა მომსახურების სექტორში
- საქართველოს სტატისტიკის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით განისაზღვრა ენერგოეფექტიანობის შესახებ დირექტივის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემები და ინდიკატორები. დადგინდა აღნიშული კუთხით არსებული ხარვეზები და გამოწვევები.
- შემუშავდა მონაცემების სიმწირის პირობებში სათანადო ინდიკატორების განსაზღვრის და შეფასების ზოგადი მეთოდიკა და შეიქმნა მომსახურების სექტორისთვის ენერგოეფექტიანობის ინდიკატორების განსაზღვრის საგზაო რუკა.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ენერგოეფექტიანობის შესახებ დირექტივის განხორციელების მიმართულებით.
- ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება
- შემუშავდა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების გზამკვლევი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის რეგულაციის 2019/941 და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების ძირითად მოთხოვნებს და მათი ეფექტური განხორციელების ნაბიჯებს.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით.
- სამინისტროს მხარდაჭერის მიზნით, დაინერგა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების კვარტალური სიღრმისეული მიმოხილვისა და ყოველკვირეული სიახლეების მიწოდების პრაქტიკა.
- შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც აანალიზებს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს და ძირითად გამოწვევებს.
- ენერგეტიკული სიღარიბის გამოვლენა და დაძლევა
- ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავდა ენერგეტიკული სიღარიბის შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპები, და რეკომენდაციები ენერგეტიკული სიღარიბის განსაზღვრისა და მისი შემცირების პოლიტიკაზე, რაც საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს
- ენერგეტიკული სიღარიბის მრავალგანზომილებიანი პრობლემაზე უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების კოორდინაციის და მსჯელობის მიზნით ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, შესაბამისი სამინისტროების, მარეგულირებელი კომისიის, ენერგოკომპანიების და კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით.
- შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (NECP) ენერგეტიკული სიღარიბის ნაწილის გაუმჯობესების და განახლების მიმართულებით.
- ცნობიერების ამაღლება
ჩამოთვლილი მიმართულებებით მოსახლეობის და სპეციალისტების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადდა ვიდეო კლიპები/ანიმაციები: ენერგიის განახლებადი წყაროების, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების, ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის, ევროპის მწვანე შეთანხმების და საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
პროექტში ჩართული იყო სამი უცხოელი და თორმეტი ადგილობრივი ექსპერტი. ჩატარებული სამუშაოები დაეხმარება სამინისტროს ოთხი მნიშვნელოვანი მიმართულებით მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელების, კოორდინაციის გაძლიერების და დონორული დახმარების მოძიების მიმართულებით.