SSP პროექტის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან
4 თებერვალს WEG-ის დაგეგმარების ჯგუფმა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან გააკეთა გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარების პროექტის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრას უძღვებოდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიკა ვალიშვილი. შეხვედრაზე ესწრებოდნენ ენერგეტიკის სამინისტროს, ESCO-ს და GSE-ს ოფიციალური წარმომადგენლები. მოკლედ განხილულ იქნა MARKAL მოდელის სტრუქტურა, მუშაობის პრინციპი და ლოგიკა მისი გამოყენებისას გრძელვადიანი დაგეგმისა და პოლიტიკის გატარებისათვის. გუნდმა წარმოადგინა მიმდინარე მდგომარეობა და მოდელის განვითარების სამომავლო გეგმები. აგრეთვე განხილული იყო სხვადასხვა პოლიტიკური საკითხები განსხვავებული სცენარების შემთხვევაში. მათ შორის: ელექტროენერგიის გაცვლა, განახლებადი ენერგიის განვითარების და ენერგო ეფექტურობის სცენარი.
პრეზენტაციას მოყვა აქტიური დისკუსია. განიხილეს მოდელის შესაძლებლობები რეალური პოლიტიკის გატარების პროცესში, აგრეთვე მისი სარგებელი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ახლო ენერგო ურთიერთობების გაანალიზებაში. მოდელის განვითარების შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ტრანსპორტის სექტორის ჩართვას, მოცულობის გაფართოებას ისე რომ მოხდეს რეგიონალური ენერგო გაცვლის პოტენციალის ასახვა და აგრეთვე სხვადასხვა სექტორებიდან ნახშირბადის გამონაბოლქვის უფრო დეტალურ ასახვა. ენერგეტიკის სამინისტროს განსაკუთრებული დაინტერესების შემდეგ გადაწყდა მოდელში შემავალი საწყისი პარამეტრების განახლება რათა მოხდეს სხვადასხვა სცენარების განვითარება.