შეხვედრა ჟურნალისტებთან ევროპის სახლში
17 ნოემბერს ევროპის სახლში ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მე–3 პლატფორმის ფარგლებში,ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან. შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელმაფონდმა და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის“.
შეხვედრაზე პირველი მოხსენება გააკეთეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ლია თოდუამ და შოთა მურღულიამ თემაზე „მდგრადი განვითარება და საქართველოს რეფორმები“. მათ დაწვრილებით ისაუბრეს ევროკავშირის მდგრადი განვითარების პოლიტიკის პრინციპების და საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მათთან შესაბამისობის საკითხებზე. კავკასიის გარემოსდაცითი არასამთავრობო ქსელის წარმომადგენლის რეზო გეთიაშვილმა დეტალურად აღწერა გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემები და განსაკუთრებით განიხილა სატყეო რეფორმის პრობლემური საკითხების შესახებ. ბოლოს, ჟურნალისტებთან მოხსენებით წარსდგა ფონდ „მსოფლიო გამოცდიელბა საქართველოსათვის“ წარმომადგენელი გიორგი მუხიგლიშვილი თემით „ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და საქართველოს ელექტრო-ენერგეტიკული ბაზარი“, სადაც განმარტა ევროპის ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმების ლოგიკა და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა. მთელი შეხვერდა წარიმართა აქტიური კითხვა პასუხის რეჟიმში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მედიის მხრიდან დიდია დაინტერესება არსებულ პრობლემებით.