სემინარი -საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაძლებლობები და გამოწვევები
20 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს სემინარს თემაზე –საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაძლებლობები და გამოწვევები.
სემინარზე, დაინტერესებული მხარეების თანდასწრებით და მათი მონაწილეობით, განხილულ იქნა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობის დადებით და უარყოფით მხარეები და ამ გზაზე ენერგეტიკული სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები.
სემინარი გაიხსნა ევროკიმისრის ენერგეტიკულ საკითხებში – გიუნტერ ოტინგერის მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სამხრეთს გაზის კორიდორის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანის, მნიშვნელობაზე: „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს გადაწყვეტილებას დაუახლოვდეს ევროკავირს, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ იმ საერთო ღირებულებების გამო, რომელიც გვაქვს“- აღნიშნა ბატონმა ოტინგერმა.
სემინარს მოდერატორობას უწევდა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი ენერგეტიკულ საკითხებში -მურმან მარგველაშვილი. სიტყვით გამოვიდნენ: ფაბრიციო ბარბასო – გენერალური დირექტორის მოადგილე – საგარეო პოლიტიკა და განვითარების ფინანსური ინსტრუმენტები. მარიამ ვალიშილი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაყმაძე – ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის წარმომადგენელი, შუქრუ ბოგუტი – აშშ განვითარების სააგენტო და გიორგი მუხიგულიშილი – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ანალიტიკოსი.
სემინარს ესწრებოდნენ ექსპერტები, სტუდენტები, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც გამოხატეს ღრმა ინტერესი განხილული საკითხებისადმი და გამოთქვეს შემდგომ სემინარებში მეტი ჩართულობის სურვილი.
სემინარზე WEG-მა ასევე გააკეთა განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროში ახალი ინსტიტუტისა და ახალი სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების ჩატარებას და სპეციალისტების მომზადებას მდგრადი ენერგოპოლიტიკის საკითხებში.
სემინარის გაიმართა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
სეინარზე წარმოდგენილი პრეზენტაციები
- Ukraine, Energy Community and the EU – Mykhailo Gonchar
- USAID Assistance to Georgia – Şükrü Boğut
- Georgia-Energy Community WEG – Giorgi Mukhigulishvili
- Seminar Brochure
საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაძლებლობები და გამოწვევები (ვიდეო)