სემინარი ყირგიზეთის ეკონომიკური რეგულირების სამონისტროს წარმომადგენლებისათვის
თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) მოწვევით თბილისში იმყოფებოდა ყირგიზეთის ეკონომიკურ რეგულირების სამინისტროს წარმომადგენელთა ჯგუფი. ჯგუფის სტუმრობის მიზანი იყო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში ჯგუფთან ჩატარდა შეხვედრა-სემინარი ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების პრაქტიკულ საკითხებზე. მურმან მარგველაშვილმა ჯგუფის წევრებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული რეფორმების ისტორია, ლოგიკა და თანმიმდევრობა, ასევე ისაუბრა ყირგიზეთის ენერგეტიკული სექტორის დღევანდელი მდგომარეობის და იქ განსახორციელებელი რეფორმების შესახებ. სემინარი აზრთა აქტიური ურთიერთგაცვლის და კითხვა პასუხის კეთილგანწყობილ რეჟიმში ჩატარდა.