სასერტიფიკატო კურსი - კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება დასრულდა
"მსოფლიო გამოცდილებამ საქართველოსთვის" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, დაასრულა სასერტიფიკატო კურსი - "კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება" და მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც კურსის განმავლობაში იყო განხილული:
1. რა იწვევს გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას
2. რა ფაქტობრივი მაჩვენებლებით და ისტორიული მონაცემებით დასტურდება კლიმატის ცვლილება
3. როგორ ვლინდება კლიმატის ცვლილება საქართველოში და რა ძირითად საფრთხეებს უქმნის ბუნებას, მოსახლეობას და ეკონომიკას
4. რა ღონისძიებებით შეიძლება კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილება
5. როგორია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ მათში მონაწილეობით
6. როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებასთან შეგუება, რომ ზიანი მინიმალური იყოს
7. როგორია საქართველოს კლიმატური პოლიტიკა და რა როლი შეიძლება შეასრულონ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა კლიმატის ცვლილებასთან შეგუების და შერბილების პროცესებში
მსოფლიო გამოცდილებამ საქართველოსთვის კურსი უკვე მეორედ ჩაატარა და მომავალშიც გეგმავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას.