საყოფაცხოვრებო სექტორის ბაზრის შეფასება
WEG ფინეთის ტექნიკური კვლევების ცენტრთან ერთად, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი კონტრაქტორი, ახორციელებს პროექტს – საყოფაცხოვრებო სექტორის ბაზრის შეფასება საქართველოში.
პროექტის მიზანია, სამშენებლო სექტორის დეტალური ანალიზი პოლიტიკისა და საკანონმდებლო-ინსტიტუციური გარემოს ჩათვლით და იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, რომლებიც საყოფაცხოვრებო სექტორში შენობების ენერგოეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორებად მოიაზრება. პროექტის ფარგლებში გაანალიზებული იქნება სექტორის სტატისტიკა და არსებული სამშენებლო პოლიტიკები, მენეჯმენტისა და მართვის საკითხები მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.