სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება მისი დიალოგში მონაწილეობის გზით
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG) კოორდინაციას უწევდა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩამოყალიბებულ საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-3 სამუშაო ჯგუფს. ამ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მისი სამთავრობო ხელისუფლებასთან დიალოგში ჩართვის გზით. დიალოგი კი ითვალისწინებს გახილვებსა და მოლაპარაკებებს ქვეყნის პოლიტიკურ და საკანონმდებლო ბაზის ევროპისტანდარტებთან ჰარმონიზაციის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.