საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება და მონიტორინგის ეფექტური სისტემები
9 ნოემბერს, 11:30 საათზე, WEG გამართავს შეხვედრას „საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება და მონიტორინგის ეფექტური სისტემები“
მიმდინარე წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ“ ოქმის ხელმოწერიდან. ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმა კომპლექსური ამოცანაა და ბევრი ბარიერის დაძლევას მოითხოვს.
ღონისძიებაზე შეფასდება ენერგეტიკულ რეფორმებში დღემდე მიღწეული პროგრესი, გამოვლინდება ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები და განიხილება პროცესის გააქტიურების გზები.
შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ: გიორგი ჩიქოვანი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ირინა მილორავა - სემეკის თავმჯდომარე, იანეს კოპაჩი -ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი, მურმან მარგველაშვილი - WEG-ის დირექტორი, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება იმართება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კოორდინაციით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით