საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია – GIOGIE 2014
2014 წლის 26-27 მარტს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია – GIOGIE 2014 გაიმართა. აღნიშნული კონფერენცია, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, BP-ის და სხვა სპონსორების მიერ, უზრუნველყოფს შეხვედრის ადგილს ადგილობრივი და რეგიონული ნავთობისა და გაზის გაერთიანებებისათვის რომ მოახდინონ უახლესი მოვლენებისა და პროექტების განხილვა და ინვესტიციების ანალიზი საქართელოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.
მურმან მარგველაშვილი, დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში უძღვებოდა განხილვას თემაზე – რეგიონული ბაზარი – საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გამოწვევები. მან ასევე გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გამოწვევებზე მდგრადი განვითარების კუთხით, სადაც მიმოიხილა არსებული ტენდენციები და წარმოადგინა რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს მომავალი გაწევრიანებისთვის ენერგეტიკულ გაერთიანებაში