საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს MOSES მეთოდიკით

ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ენერგეტიკის დარგის უმთავრესი ამოცანა. ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევებმა უნდა გამოავლინოს ამ მიმართულებით მთავარი საფრთხეები და შესაძლებლობები, რაც შემდეგ უნდა აისახოს რეალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაში.

WEG-მა, ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) MOSES (Model of Short Term Energy Security) მეთოდოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება შეაფასა.

განვითარებული (OECD) ქვეყნებისთვის გამოყენებული ამ მეთოდოლოგიით, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების რეიტინგები დგინდება პირველადი ენერგიის წყაროების და ზოგიერთი მეორადი სათბობის მიხედვით. რეიტინგები განისაზღვრება მოწოდების შეწყვეტის რისკების და შეწყვეტის მიმართ მედეგობის შეფასების საფუძველზე, A-დან (დაბალი რისკი, მაღალი მედეგობა) E- მდე (მაღალი რისკი და დაბალი მედეგობა) სკალით.

2015 წლის მონაცემებით საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების რეიტინგები ასე გამოიყურება:

შედეგების ანალიზი და სხვა ქვეყნებთან შედარება აჩვენებს, რომ:

  • საქართველო, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ იყენებს ნავთობს როგორც ენერგოუზრუნველყოფის და ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვან წყაროს;  შესაბამისად ნედლი ნავთობისთვის ეს  კლასიფიკაცია არ გამოიყენება.
  • ნავთობპროდუქტების მოწოდების შეწყვეტის მიმართ მედეგობა დაბალია და მოითხოვს რეზერვების გაზრდას;
  • ბუნებრივი გაზით მომარაგება ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველია და ესაჭიროება როგორც გარე რისკების შემცირება მათ შორის დივერსიფიკაციით, ასევე შეწყვეტის მიმართ მედეგობის გაზრდა გაზსაცავების მოწყობით და მოხმარების ინტენსივობის შემცირებით;
  • არამდგრადი გამოყენების გამო, ბიომასა არ არის სტაბილური ენერგომომარაგების წყარო და მოითხოვს ახალ მიდგომებს უნდა დარეგულირდეს ტყის უკანონო ჭრები და ალტერნატიული საწვავით უზრუნველყოფის საკითხი;
  • თხევადი ბიოსაწვავის წარმოება მოითხოვს  მეტ მხარდაჭერას და წახალისებას.
  • ჰიდროენერგია შედარებით საიმედო ენერგიის წყაროს წარმოადგენს. საქართველოში წლიური გენერაციის  ცვალებადობა მაღალ რისკებს არ შეიცავს.
  • აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევების გაგრძელება და გაფართოება ქვეყნის გარე და შიგა ფაქტორების გათვალისწინებით.

იხილეთ კვლევა სრულად

პარტნიორები და დონორები