საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება
15 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, (G კორპუსი, 106 აუდიტორია) WEG წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების რეიტინგს პირველადი ენერგიის წყაროების მიხედვით, რაც საქართველოში პირველად გაკეთდა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ორი კრიტერიუმი: რამდენად მაღალია სხვადასხვა ენერგიის წყაროს გარე მოწოდებასთან დაკავშირებული რისკი და რამდენად მედეგია ქვეყანა ამ რისკის მიმართ.
საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მეთოდოლოგია (MOSES)
შეხვედრაზე საუბარი შეეხება MOSES მეთოდიკას და მის შესაძლო კავშირს რეალურ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან და ევროკავშირის დირექტივების განხორციელების შესაძლო შედეგებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
შეხვედრაზე მოწვეულებს შორის არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.