საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება
WEG-მა, ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) MOSES (Model of Short Term Energy Security) მეთოდოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება შეაფასა.
შეფასების შედეგები და ძირითადი დასკვნები განიხილება შეხვედრაზე 15 სექტემბერს, 4 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (დარბაზი G-106, (გ. წერეთლის #1. ვაკის პარკთან).
განვითარებული ქვეყნებისთვის გამოყენებული ამ მეთოდოლოგიით, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების რეიტინგები დგინდება პირველადი ენერგიის წყაროების და ზოგიერთი მეორადი სათბობის მიხედვით. რეიტინგები განისაზღვრება გარე მოწოდების შეწყვეტის რისკების და შეწყვეტის მიმართ მედეგობის შეფასების საფუძველზე A-დან (დაბალი რისკი, მაღალი მედეგობა) E- მდე (მაღალი რისკი და დაბალი მედეგობა) შკალით.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების რეიტინგები ასე გამოიყურება:
პირველადი ენერგია | უსაფრთხოების რეიტინგი | |
ნედლი ნავთობი | A | |
ნავთობპროდუქტები | ||
| ბენზინი საშუალო დისტილატები სხვა ნავთობპროდუქტები | D D E |
ბუნებრივი გაზი | E | |
ნახშირი | B | |
ბიომასა და ნარჩენები | C | |
ჰიდროენერგია | A | |
მოწვეულებს შორის არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
დასწრება თავისუფალია