საქართველოს ბიომასის ასოციაცია დაფუძნდა
2017 წლის 6 აპრილს, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ თანამონაწილეობით, საქართველოს ბიომასის ასოციაცია დაფუძნდა.
ასოციაციას ახალი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, ზაალ ხელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო საბჭოს წევრები იქნებიან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ქსელი (CENN), მწვანეთა მოძრაობა, ენერგოეფექტურობის ცენტრი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, შპს. ნისონი და ინოვაციური ტექნოლოგიები და სერვისები (ITS)
ასოციაცია წარმოადგენს პლატფორმას, რომელის მიზანია ბიომასის შესახებ ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის მიმოცვლის ხელშეწყობა საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურად გამოყენებაზე მსჯელობის უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლასა და ბიოსაწვავის ბაზრის ზრდას.
ბიომასა განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი წყაროა ევროკავშირში. ბიომასის პოტენციალი საქართველოშიც ძალიან მაღალია, თუმცა ბიოენერგიეტიკის სექტორი პატარა და ცუდად კოორდინირებულია.
ასოციაციის წევრები სისტემატურად შეიკრიბებიან, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას და იმსჯელებენ სამომავლო აქტივობებზე, როგორიცაა: ტრენინგები, ვორქშოპები ასოციაციის წევრებისთვის, ასოციაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ახალი წევრების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება და სხვ.