საქართველო ენეგრეტიკული გაერთიანების წევრი გახდება
დღეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში. საქართველოს ენეგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და ბოსნიის საგარეო ვაჭრობოს და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა მირკო შაროვიჩმა ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროტოკოლს, რითაც, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ოჯახის წევრი გახდება.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, რომელიც, ენერგეტიკული სექტორისათვის, ევროკავშრთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ტოლფასია. ამ ნაბიჯით, მიუხედევად ხანგრძლივი გაჭიანურებისა, საქართველოს ენერგეტიკა მაინც იწყებს ცივილიზებული დასავლური მოდელისკენ სვლას. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა გახდეს ენერგეტიკის სექტორში ეფექტურობის გაზრდის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, საერთაშორისო მხარდაჭერის, მეტი გამჭვირვალობის და ტექნიკური თუ პროფესიული განვითარების საწინდარი.
გვინდა აღვნიშნოთ სამინისტროს დამსახურება ამ პროგრესული ნაბიჯის გადადგმაში. ვიმედოვნებთ რომ ამას მოყვება სექტორის აქტიური რეფორმირება და მოდერნიზება. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ 26 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მხარდაჭერამ ჩვენთან ერთად ადვოკატირების კამპანიაში მონაწილეობამ, დიდწილად განაპირობა ამ საკითხისადმი სახელმწიფოს მაღალი ყურადღება და საბოლოო დადებითი შედეგი. ვულოცავთ ყველა იმ ორგანიზაციასა თუ დაინტერესებულ პირს, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ენერგეტიკის მოდერნიზაციას და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გავწევრიანების პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც მათი დაინტერესება და ჩართულობა ხელს შეუწყობს შეუქცევად რეფორმებს.
შემდეგი ნაბიჯებია: საქართველოს პარლამენტის მიერ გაერთიანების პროტოკოლის რეტიფიცირება და რეფორმების პრაქტიკული განხორციელების დაწყება. ინტერესით ველით გაწევრიანების პროტოკოლის როგორც რეფორმის სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას, ვინაიდან მასში გაწერილია საქართველოში ევროპული კანონმდებლობის და სტანდარტების დანერგვის პირობები და ვადები.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება და რეფორმის დაწყება აჩვენებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის სიმწიფეს და უნდა გახდეს ევროკავშირის მხრიდან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის საწინდარი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად დაძაბულ პერიოდში განსაკუთრებით საჭიროა.
სასარგებლო ბმულები:
ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკურლება - www.energy-community.org
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება - www.mfa.gov.ge
მინისტერიალის დღის წესრიგი - www.energy-community.org