რეგულირება ენერგეტიკის სექტორში
16 იანვარს, ილიას უნივერსიტეტში WEG-ისა და ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის სემინარების ციკლის მორიგი სემინარი – რეგულირება ენერგეტიკის სექტორში გაიმართა.
სემინარზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი)წარმოამდგენლებმა, წარმოადგგინეს პრეზენტაციები თემებზე:
ლიცენზირება ელექტროენერგეტიკაში (სალიცენზიო საქმიანობის კონტროლი) – ნუგზარ ბერიძე, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი.
გაზის სექტორის რეგულირება – ივანე პირველი, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ენერგეტიკული მომსახურების პირობები და ხარისხის მაჩვენებლები – გიორგი ფანგანი, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა დამომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი.
სატარიფო რეგულირების ძირითადი პრინციპები – გივი სანიკიძე, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი.
სემინარის დასაწყისს, WEG-ის დირექტორმა, მურმან მარგველავილმა მიმოიხილა ენერგეტიკული სექტორის რეგულირების ძირითადი პრინციპები და მარეგულირებლის ფუნქციები, უფრო კონკრეტულად კი:
- მარეგულირებლის ამოცანები – სექტორის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მომხმარებლის და ენერგეტიკული საწარმოების ინტერესების დაბალანსება, გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.
- მარეგულირებლის ფუნქციები – ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირება, ენერგეტიკული ბაზრის რეგულირება, ლიცენზირება და ხარისხის უზრუნველყოფა, სექტორის საქმიანობის მონიტორინგი, დავების განხილვა და გადაწყვეტა
- ბაზრის რეგულირება
ნუგზარ ბერიძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორზე, საკანონმდებლო საფუძვლებზე, ელექტროენერგეტიკულ ბაზრებზე, ლიცენზირებასა და სალიცენზიო საქმიანობის კონტროლზე. ივანე პირველმა ყურადღება გაამახვილა გაზის სექტორის რეგულირებაზე საქართველოში, ბუნებრივი გაზის მოხმარების თავისებურებასა და ლიცენზირებაზე. გივი სანიკიძემ შეაჯამა სატარიფო რეგულიერბის ძირითადი პრინციპები და ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, გიორგი ფანგანმა კი ისაუბრა მომსახურების ხარისხის კონტროლსა და მომხმარებელთა უფლებებზე, მან ასევე ისაუბრა სემეკის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმაზე და დაგეგმილ ცვლილებებზე.
სემინარი დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის, კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა შეძლეს მათთვის საინტერესო კითხვების დასმა და პასუხების მიღება.