რეგულირება ენერგეტიკაში- ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები და გამოწვევები საქართველოსთვის

15 აგვისტოს ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დახმარებით, გამართა სემინარი თემაზე ენერგეტიკის რეგულირება - ევროკავშირის  ძირითადი მოთხოვნები და გამოწვევები საქართველოსთვის.

შეხვედრის მიზანი იყო, ასოცირების შეთანხმების და ენერგეტიკული გაერთიანების  მოთხოვნების განხილვა მარეგულირებელი ორგანოების მიმართ და ამ მოთხოვნების შესაბამისად სემეკის დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაზრდის გზებზე და ბარიერებზე მსჯელობა.

შეხვედრის დასაწყისში, სემეკის წამყვანმა სპეციალისტმა, ანა ონაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნები მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშრებით და აღნიშნა, რომ გარკვეულ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით სემეკი სრულად აკმაყოფილებს დირექტივების მოთხოვნებს, მაგალითად იგი კანონით არის ერთადერთი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში და არ ხდება მისი ფუნქციების თანხვედრა სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან, თუმცა არსებობს გარკვეული შეუსაბამობები, ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკს შორის ფუნქციების გადანაწილებაში. მაგალითად, ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრის წესებს ამტკიცებს ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო მონიტორინგს კი ახორციელებს სემეკი. ევროკავშირის სტანდარტების, მიხედვით კი სემეკი უნდა იყოს პასუხისმგებელი როგორც ბაზრის წესებზე, ისევე როგორც ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის 10 წლიანი გეგმის დამტკიცებაზე. ევროკავშირის დირექტივების მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობაში კი სემეკის ასეთი უფლებამოსილება ცხადად გაწერილი არ არის.

WEG-ის წამყვანმა მკვლევარმა, გიორგი მუხიგულიშვილმა დამსწრეებს წარუდგინა WEG-ის მიერ სემეკის მონიტორინგის პირველადი შედეგები.  კვლევა, რომელიც საქართველოსთან ერთად პარალელურად ტარდება უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში, მოიცავს მარეგულირებელი კომისიების შეფასებას მართვის, დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, და საქმიანობის ეფექტურობის კუთხით. სხვა საკითხებთან ერთად აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს კომისიის წევრების შერჩევის და დამტკიცების პროცედურები. მეტი გამჭვირვალობისათვის,  დეტალურად უნდა გაიწეროს კანდიდატების საკვალიფიკაციო კომპეტენციები და შერჩევის კრიტერიუმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგოკომპანიების (ენერგო-პრო ჯორჯია, თელასი), საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

ენერგოკომპანიების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მომავალი რეფორმების პროცესში დიალოგისა და ჩართულობის უზრუნველყოფაზე, მათი თქმით, მნიშვნელოვანია კომპანიები თავიდანვე იყვნენ ჩართული ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში და ფლობდნენ ადეკვატურ ინფორმაციას იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად მოახერხონ რეაგირება და რეორგანიზაცია. მათი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ასევე ლიცენზიის პირობებთან და ჯარიმებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნეს, რომ ორი ლიცენზიანტის შერწყმის შემთხვევაში ახალი ლიცენზიის მოპოვების პროცედურა გარკვეულწილად უნდა გამარტივდეს, ხოლო ჯარიმა არ შეიძება იყოს ერთი და იმავე ზომის ნებისმიერი დარღვევისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებები ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გაზის სექტორში არსებული პრობლემების ანალიზს. განხილულ იქნა ე.წ. დერეგულირების მიზანშეწონილობა საყოფაცხოვრებო სექტორში; აღინიშნა, რომ გაზის სექტორში, სხვა საკითხებთან ერთად, პრობლემას ქმნის ტრანსპორტირების ქსელთან მიერთებული პირდაპირი მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რის გამოც . საქართველოში ამჟამად 200 ზე მეტი ასეთი კომპანია არსებობს, მაშინ როცა მაგალითად ლიტვაში იგივე მაჩვენებელი 5-ს არ აღემატება. 

შეხვედრაზე გამოთქმული სხვა მოსაზრებები მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია:

  • დაჩქარდეს „საქართველოს ენერგეტიკის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით;
  • გაიწეროს რეფორმების სამოქმედო გეგმა და დაიწყოს მისი დროული განხორციელება;
  • დაიხვეწოს სემეკის წევრთა შერჩევა/დამტკიცების პროცედურები;
  • გაფართოვდეს სემეკის უფლებამოსილება და მას დაუბრუნდეს ბაზრის რეგულირების ფუნქცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად

გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი განხილვები და დისკუსიები გაგრძელდეს ენერგეტიკის სამინისტროს  და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.   

გამომსვლელთა პრეზენტაციები: 

ანა ონაშვილი, სემეკი - ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები ენერგეტიკის რეგულირების სფეროში

გიორგი მუხიგულიშვილი, WEG - რეგულირება ენერგეტიკაში _ სემეკის შეფასების პირველადი შედეგები და რეკომენდაციები

პარტნიორები და დონორები