რეგიონული სემინარი – შავი ზღვის მარეგულირებელი ინიციატივა (BSRI) ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი მხარდაჭერა, ელექტროენერგიის ბაზრები და რეგიონული ვაჭრობა
2014 წილის 10-13 მაისს, საქართველოს ენეგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, სასტუმრო თბილისი მარიოტში შავი ზღის მარეგულირებელი ინიციატივის ფარგლებში უმასპინძლა რეგიონულ სემინარს – ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი მხარდაჭერა, ელექტროენერგიის ბაზრები და რეგიონული ვაჭრობა. სემინარის ორგანიზატორი იყო აშშ-ს მარეგულირებელი კომისიონერების ეროვნული ასოციაცია( NARUC) ხოლო დამფინანსებელი – USAID.
სემინარის ძირითადი მიზანი გახლდათ შავი ზღვის რეგულატორების და გადამცემი ქსელის ოპერატორების ჩართვა მესამე სრული ანაგარიშის შემუშავებაში -შავი ზღის მარეგულირებელი ინიციატივის, ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი პრინციპების და მასთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი სქემების ანალიზი.
სემინარის მიზანს ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის ქვეყნების ეროვნული ენერგეტიკული სექტორების ძირითადი ელემენტების იდენტიფიცირება, რაც საჭიროა რეგიონული საზღვრისპირა ენერგო ვაჭრობისათვის და გადამცემი ქსელის დაგეგმვაში მარეგულირებელთა კოორდინაციისათვის და შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის ევროკავშირიდან/ენერგეტიკული გაერთიანებდან, ისევე როგორც, აშშ, შუა დასავლეთის რეგიონიდან (US Midwest region) და სისტემური დაგეგმვის სხვადასხვა კომპონენტის შესწავლა უკეთესი მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავებისათვის.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის, თურქეთის, უკრაინის და ამერიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებმა.
მურმან მარგველაშვილმა, WEG-ის ენერგეტიკული კვლევების დირექტორმა, სემინარზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე- ენერგოეფექტურობა როგორც საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული სტრატეგიის ნაწილი. მან ისაუბრა ენერგოეფექტურობის დარგში არსებული პოლიტიკისა და მიმდინარე საქმიანობების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობის მხრივ არსებულ ბარიერებზე საქართველოში და წარმოადგინა ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ანალზი MARKAL-ის საქართველოს ენერგეტიკის დაგეგმვის მოდელზე დაყრდნობით. მან ასევე ხაზი გაუსვა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას საქართველოს ახალი ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიისთვის და აუდიტორიას გააცნო რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშრებით.