პროექტ NATELI-ის სამუშაო შეხვედრა
2011 წლის 8 დეკემბერს WEG-ის ორგანიზებით ჩატარდა, ვაჟა-ფშაველას მე-4 კვ I კორპუსის და საბურთალოს ქ. N 53/53ა საცხოვრებელ კორპუსებში, USAID/Winrock Int. ის NATELI პროექტის ფარგლებში, განხორციელებული შესწავლის შედეგები ამ შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპროექტო კორპუსების მაცხოვრებლები, მერიის და ენერგეტიკის სამინისრტოს, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოეფექტული და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების და მასალების მომწოდებლები და ტექნიკური ექსპერტები.
დამსწრეების განსახილველად წარდგენილ იქნა: შენობების ენერგეტიკული აუდიტის შედეგები, მათი თბოიზოლაციის, გარე ხედის გაუმჯობესების წინადადებები და წინასწარი პროექტები, მზის წყალგამაცხელებლების გამოყენების (ვაჟა-ფშაველას მე-4 კვ კორპ. I), გეოთერმული წყლის გამოყენების სისტემის კონცეპტუალური გადაწყვეტები და წინასწარი პროექტები. განხილულ იქნა ასევე მოსახლეთა ერთობლივი ქმედებისათვის მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხები და ეკონომიკური მექანიზმები.