აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკული კავშირის ფარგლებში
2016
აღნიშნული პროექტი არის გაგრძელება პროექტისა „ენერგეტიკული კავშირი და ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში“, რომელიც EaP-ის წევრ 6-ვე ქვეყანაში ხორციელდება.
პროექტის ზოგადი მიზანია ევროკავშირსა და EaP წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკული კავშირის ფარგლებში.
კონკრეტული მიზნები:
- ევროკავშირსა და EaP ქვეყნებს შორის ორმხრივი საკომუნიკაციო ჯაჭვის განვთარება და ენერგეტიკული კავშირის მიმართულებით თანამშრომლობის ადვოკატირება.
- 2020-2025 წლებისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საგზაო რუკის შედგენა ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ენერგეტიკულ თემატიკაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების, მდგრადი განვითარების, ინოვაციური გადაწყვეტილებების კუთხით.
- შემდგომი თანამშრომლობისათვის რეკომენდაციების შემუშავება, თანამშრომლობის ყველაზე რეალისტური სცენარის გამოვლენა
- პროექტის შედეგების აქტუალიზების მხარდაჭერა და მონაწილეების წახალისება ჩაერთონ ამ თემასთან დაკავშრებულ განხილვებსა და დისკუსიებში როგორც ეროვნული, ასევე ევროკავშირის მასშტაბით.