HydroTech Georgia 2014
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ყოველწლიური კონფერენცია -გამოფენის – HydroTech Georgia 2014-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
კონფერენცია და გამოფენა, რომელიც თბილისში 6 და 7 ნოემბერს გაიმართება, მიზნად ისახავს საქართველოში ჰიდროპოტენციალის განვითარების ხელშეწყობას და ამ მიზნისათვის ინვესტორების, ენერგომოვაჭრეების, ენერგოდეველოპერების, სამშენებლო კომპანიების, სააგენტოებისა და ექსპერტების მოზიდვას და მათთვის სამუშაო გარემოს შექმნას ინფორმაციის გაცვლისა და მოლაპარაკებებისათვის.
კონფერენციაზე მიმოხილული იქნება საქართველოს ჰიდროენერგეტიკული ინდუსტრია, ჰიდროენერგეტიკული ბაზარი და საკანონმდებლო ბაზა, ასევე – ახალი ჰიდროპროექტების განხორციელების ტექნიკური და ფინანსური ასპექტები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ 45 მომხსენებელს შორის იქნებიან საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და სხვა.