საქართველოში ფიქლის გაზის ძიების შესაძლებლობების შესწავლის მოსამზადებელი სამუშაო
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით , AEAI-თან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, WEG აწარმოებს საქართველოში ფიქლის გაზის მოპოვების პერსპექტივების შესწავლისათვის საჭირო არსებული მასალების მოკვლევის და პირველადი ანალიზის სამუშაოს. სამუშაოს მიზანია საქართველოში ფიქლის გაზის ძიების და მოპოვების შესაძლებლობების წინასწარი შეფასება და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ რეკომენდაციების მომზადება, ასევე არსებული გეოლოგიური მასალების მოძიება და წინასწარი ანალიზი, სრულფასოვანი შესწავლის სამუშაოსთვის სამუშაო დავალების მომზადება.