"კორუფცია ენერგეტიკის სექტორში პოსტ სოციალისტურ ქვეყნებში" - კვლევის ადრეული პრეზენტაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-12 ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-12 ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში WEG-მა უმასპინძლა პანელ სესიას თემაზე - „კორუფცია ენერგეტიკის სექტორში და მისი გავლენა საზოგადოებაზე“. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის სექტორში კორუფციის კვლევის პირველადი შედეგები. კვლევა მოიცავს ცალკეული შემთხვევების ანალიზს საქართველოში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში. კვლევის საბოლოო პრეზენტაცია დაგეგმილია 2021 წლის თებერვალში.
შეხვედრის მონაწილეები და მომხსენებლები:
- სონა აივაზიანი - საერთაშორსო გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული ცენტრი, სომხეთი
- ნურიპა მუკანოვა, ყირგიზეთის ანტიკორუფციული ბიზნეს საბჭო,
- მარტინ ვლადიმიროვი, ბულგარეთის დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრი
- დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივა საქართველო
- სერგი ბალანი, DIXI ჯგუფი უკრაინა
- მოდერატორი: მურმან მარგველაშვილი, დირექტორი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის