საქართველოს მეორე ორწლიური განახლების ანგარიშის თავების: „ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის“ და „შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები“ შემუშავება UNFCCC-სთვის
გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოს შეთანხმების საფუველზე, WEG ფასილიტაციას გაუწევს საქართველოს მეორე ორწლიური განახლების ანგარიშის თავების: „ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის“ და „შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები“ შემუშავებას UNFCCC-სთვის. პროექტი ხორციელდება UNDP/GEF-ის პროექტის „საქართველოს მეოთხე ეროვნული კომუნიკაციის და მეორე ორწლიური განახლების ანგარიშების შემუშავება UNFCCC-სთვის“ ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- ინფორმაციის განახლება ქვეყნის ეროვნულ გარემოებებთან დაკავშირებით: ბუნებრივი რესურსები, კლიმატი და სოციო-ეკონომიკური ფონი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების შერბილებაზე.
 - ეროვნული და რეგიონალური განვითარების მიზნების, პრიორიტეტების და გარემოებების აღწერა, რომლებიც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების და მისი უარყოფითი გავლენების შესამცირებლად.
 - კლიმატის ცვლილების საკითხების სოციო-ეკონომიკურ და განვითარების პოლიტიკაში ინტეგრირების ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
 - კლიმატის ცვლილების სფეროში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების შესახებ ინფორმაციის განახლება.
 - „ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის“ ქართულ-ინგლისური ვერსიების მომზადება.
 - ფინანსურ რესურსებზე, ტექნოლოგიებზე, შესაძლებლობების ზრდაზე და ორმხირივი და მრავალმხრივი დონორებისგან მიღებულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე ინფორმაციის განახლება.
 - ტექნოლოგის, ფინანსური და სხვა ტიპის საჭიროებების/შეზღუდვების შეფასება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და UNFCCC-ს წინაშე ნაკისრი ეროვნული ვალდებულებების შესრულებისთვის.
 - შიდა ფინანსების წყაროების გამოვლენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრიორიტეტული პოლიტიკისა და ღონისძიებების დაფინანსება.
 - გარე ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შეფასება.
 - „შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები“ თავის, მისი შეჯამების და ქართულ-ინგლისური ვერსიების მომზადება.