რეი ტომკინსი
რეი ტომკინსი არის 30 წლიანი გამოცდილების მქონე ეკონომისტი, რომელიც ძირითადად მუშაობს ენერგეტიკული და კომუნალური სექტორებში ეკონომიკური ანალიზის და მართვის და რეგულირების საკითხებზე. მან 1997 წელს დააარსა Economic Consulting Associates Ltd ხოლო მანამდე იყო ლონდონ ეკონომიკს-ის დირექტორი და დირექტორი ეკონომიკის და ენერგეტიკის საკითხებში ERM ჯგუფში. ის იყო ლონდონის იმპერიალ კოლეჯის ლექტორი.
რეი ტომკინსის გამოცდილება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, სატარიფო რეჟიმები, რეგულირება, რესტრუქტურიზაცია და ბაზრის ლიბერალიზაცია, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ბაზრების ფუნქციონირება, ენერგეტიკული სექტორის სტრატეგია, საკონტრაქტო მოლაპარაკებები, პრივატიზება და კონცესიის ტენდერები, ის მრავალჯერ იყო მრჩეველი კერძო ინვესტორების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ საკანონმდებლო და რეგულატორული რეფორმების პროცესებში. ენერგეტიკულ სექტორში მის მიერ განხორციელებულ 150-ზე მეტ პროექტში მისი კლიენტები იყვნენ კომუნალური საწარმოები, დამოუკიდებელი გენერატორები, მთავრობები და მარეგულირებელი ორგანოები.
ბნ. ტომკინსის საერთაშორისო მუშაობის გამოცდილება მოიცავს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის, აზიის, აფრიკის და ყოფილი საბჭოთა კავშირის 35-ზე მეტ ქვეყანას. მისი სამუშაოს თემებია რეგულირების, ბაზრის რეფორმის და პრივატიზაციის სტრატეგიები, სახელმწიფო-და კერძო საწარმოების თანამონაწილეობა, ფასები და ტარიფები, დამოუკიდებელი გენერატორების ჩამოყალიბება და გაზის კონტრაქტების დადება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეი ტომკინსი იყო 12 ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს კონსულტანტი ზოგადი რეგულატორული გარემოსა ჩამოყალიბების და რეგულირების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ის მუშაობდა ისეთ ქვეყნებში როგორც: უკრანა, ბელარუსი, თურქეთი, ეგვიპტე, იზრაელი, ნიგერია, სერბია, საბერძნეთი, საქართველო, ინდოეთი, ანგოლა, ბულგარეთი, სერბია, ხორვატია, ტაილანდი ბალტიის ქვეყნები, კვიპროსი, ვიეტნამი, ტანზანია, ზიმბაბვე და ჩინეთი.
დიდ ბრიტანეთში რ.ტომკინსი კონსულტაციებს უწევს ისეთ დიდ ენერგეტიკულ საწარმოებს, როგორიც არის ბირთვული ენერგეტიკული კომპანია, ელექტრობის და გაზის გამანაწილებელი და ტრეიდინგული კომპანიები. მისი კონსულტაციის საგანია ფასების პროგნოზი, ელექტრობის მიწოდების კონკურენტული სტრატეგია, საკონტრაქტო მოლაპარაკებები, ბაზრის მოდელირება და ინვესტიციების დაგეგმვა. მას ასევე ჩამოყალიბებული და ჩატარებული აქვს რამდენიმე ტრენინგის პროგრამა ენერგეტიკული ბაზრის ისეთ საკითხებზე როგორიც არის ვაჭრობა და რისკების მართვა. ამჟამად რ.ტომკინსი ასევე ასრულებს კონსულტანტის ფუნქციებს საბერძნეთსა და ირლანდიაში დამოუკიდებელი გენერატორების და რეგულირების საკითხებზე.