NATO SPS მაღალი დონის შეხვედრა „შავი გედები აღმოსავლეთ ფლანგზე“
ახალი სტრატეგიული ცენტრი (რუმინეთი) „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ თანამშრომლობით ორგანიზებას გაუწევს მაღალი დონის შეხვედრას „შავი გედები აღმოსავლეთ ფლანგზე“, რომელიც გაიმართება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 2018 წლის გაზაფხულზე. პროექტი ხორციელდება NATO SPS-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში.
შეხვედრა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული გამოწვევების შეფასებას და მათი დაძლევის გზების განხილვას, ასევე დოკუმენტის შემშავებას, რომელშიც გაანალიზებული იქნება „შავი გედის“ სცენარები.
პროექტის პირველ ეტაპზე გაკეთდება რისკების ანალიზი ევროპაში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების მიხედვით.
შეფასებაზე დაყრდნობით და ქვეყნის ექსპერტების ჩართვით მომზადდება „შავი გედის“ სცენარები ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე: ტერორიზმი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, კიბერ თავდაცვა და საზღვრისა და პორტის უსაფრთხოება.
ყველა სცენარი შეფასდება ორ მთავარ ჭრილში: დასაშვებობა და გავლენა.
მონაწილე ქვეყნები სემინარზე განიხილავენ შერჩეულ სცენარებს.
ღონისძიება თავს მოუყრის მაღალი თანამდებობის პირებს, ნატოსა და ევროკავშირის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების და სამთავრობო უწყებებს, ასევე ჩამოთვლილი თემების სპეციალისტებს, რომლებიც სპეციალურად პროექტისთვის შეირჩევიან ბალკანეთის და შავი ზღვის ქვეყნებიდან. a