მრგვალი მაგიდა – ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები
2013 წლის 31 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ -ში ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემებისა და სტრატეგიის შემუშავების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სექტორში განხორციელებული რეფორმების პროცესისა და დაგროვილი პრობლემების მიმოხილვა, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, სექტორის განვითარებისათვის აუცილებელი და რადიკალურიქმედებების განხილვა. ღონისძიებაში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სემეკის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პროფესორ ენერგეტიკოსები მონაწილეობენ.
შეხვედრა გახსვნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ, რომელმაც ისაუბრა ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე სექტორის გაუნმჯობესების მიზნით. WEG-ის წარმომადგენელმა, დირექტორმა ენერგეტიკულ საკითხებში – მურმან მარგველაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, წლების მანძილზე ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე და სამომავლო გამოწვევებზე. მან ასევე ისაუბრა სექტორის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამისათვის საჭირო ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც დაგვაახლოევებს ევროკავშირის სტანდარტებთან.