მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს

29 იანვარს, ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ორგანიზებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე გაიგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა, საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში საზოგადოებრივი ჩართულობა და მხარდაჭერა პრინციპულად აუცილებელია ევროინტეგრაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესების წარმატებისათვის.

მიმართვის ტექსტი
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს დაიწყო და იმავე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მიუხედავად დადებითი მოლოდინების, ევროკავშირის მხრიდან არსებითი დათმობებისა და მიღწეული კომპრომისებისა, მოლაპარაკება ჯერაც არ დასრულებულა და გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება.
2015 წლის 30 დეკემბერს, პრემიერ მინისტრის პარლამენტში პირველმა გამოსვლამ გააჩინა მოსაზრება, რომ შესაძლოა უმაღლესი ხელისუფლება ენერგეტიკული გაერთიანების შესახებ არასათანადოდ იყოს ინფორმირებული; კერძოდ იმაზე, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა არის არა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, არამედ ამ ვალდებულებების შესრულების მექანიზმი, ასევე – შესაძლებლობა, რომ სექტორში არსებული, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობისათვის უაღრესად საშიში და მავნე გარემო შედარებით უმტკივნეულოდ და სწრაფად გამოვასწოროთ ევროკავშირის მხარდაჭერით; თანაც გამოვიყენოთ ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობით დაშვებული შეღავათების (დეროგაციის) გავრცელების შესაძლებლობა ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტებსა და ბაზრის სეგმენტებზე. ამ შესაძლებლობის 2016 წლის სექტემბრამდე არგამოყენების შემთხვევაში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება ქვეყანას მომდევნო წლებში მოუწევს უფრო ხისტ პირობებსა და გართულებულ გარემოში.
ენერგეტიკაში შექმნილი, ხარვეზებიან და ბუნდოვან კანონმდებლობასა და გაუმჭვირვალე მემორანდუმებზე დამყარებული, გარემო და ერთჯერადი გადაწყვეტილებების პრაქტიკა არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და უშვებს როგორც კორუფციული, ასევე, პოლიტიკური ბერკეტების არსებობას, რაც კრიტიკულ საფრთხეს შეიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და განვითარების პროგრესული კურსისათვის. ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გაჭიანურება ნიშნავს ამ საშიში გარემოს შენარჩუნებას, რაც უფრო გვაშორებს ევროპულ გზას და ართულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას.
იმისათვის, რომ ხელიდან არ იქნას გაშვებული ქვეყნის დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების გზით განვითარების შესაძლებლობა, გთხოვთ, მიიღოთ სასწრაფო ზომები იმისთვის, რომ:

1. უახლოეს ხანში გაიმართოს დაინტერესებულ არასამთავრობო სექტორისა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელების მონაწილეობით საჯარო შეხვედრა, სადაც სიღრმისეულად იქნება განხილული ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხი;

2. მაქსიმალურად დაჩქარდეს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებები და მარტამდე მიღწეულ იქნას შეთანხმებები ყველა პრინციპულ საკითხზე, იმისთვის, რომ სექტემბერში რეალურად მოხდეს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, როგორც ეს თქვენს მიერ გამოცხადდა პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას;

3. მიმდინარე პერიოდში დაწესდეს სამთავრობო, საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი ენერგეტიკაში ახალი ხელშეკრულებების და მემორანდუმების ევროკავშირთან ასეცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა სასწრაფო და აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესანარჩუნებლად.

მხარდამჭერები:

1. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
2. საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი
3. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
4. მწვანე ალტერნატივა
5. ლიბერალური აკადემია
6. საქართველოს ბიზნეს პალატა
7. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისი ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
10. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
11. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
12. ევროპის ფონდი
13. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
14. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“
15. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
16. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
17. ფონდი „ადგილის დედა“ (Genius Loci)
18. საზოგადოებრივი დამცველი
19. ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
20. კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრი
21. ასოციაცია „თანხმობა“
22. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN)
23. ასოციაცია საზოგადოება განვითარებისათვის
24. ასოციაცია ქალი და ბიზნესი

პარტნიორები და დონორები