მედგარ ჭელიძე
მედგარ ჭელიძე არის სპეციალისტი გარემოს დაცვის და განსახლების სფეროში, რომლისგამოცდილება მოიცავს შემდეგ სფეროებს: ინდუსტრიული პროექტების გარემოზე ზემოქმედებისშეფასება (გზშ) და გარემოსდაცვითი აუდიტი; ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და სტრატეგიულიგრემოსდაცვითი შეფასება (ენერგეტიკის და ტრანსპორტის დარგი; ინფრასტრუქტურისგანვითარების პროექტები); რისკების ანალიზი; ავარიულ სიტუაციებზე რეაგირება;გარემოსდაცვითი უსაფრთხოება; განსახლების სამოქმედო გეგმები.
განათლებით მ. ჭელიძე არის ბიოფიზიკოსი და აქვს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატისხარისხი. როგორც ბიოფიზიკოსმა, მან იმსახურა რამდენიმე სამეცნიერო ცენტრში – საქართველოში(მოლეკულური ბიოტექნოლოგიის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი;ანგიოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი) და რუსეთში (ქიმიურ ნაერთთა ბიოლოგიურიტესტირების ინსტიტუტი) – და გამოაქვეყნა სტატიები საერთაშორისოდ აღიარებულ სამეცნიეროჟურნალებში. ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში მან მიიღო თეორიული ცოდნა და შეიძინაპრაქტიკული გამოცდილება გარემოს დაცვის დარგში თეორიული და პრაქტიკული (ონ ტჰე ჯობ)ტრეინინგების მეშვეობით, რომლებიც განხორციელებულ იქნა საქართველოში ევროკავშირის, თAჩIშ-ის, მსოფლიო ბანკისა და აშშ გარემოსდაცვის სააგენტოს მიერ “ტექნიკური დახმარების”რამდენიმე საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში.
2000 წლიდან 2005 წლის ბოლომდე მ.ჭელიძე გახლდათ საქართველოს ნავთობის საერთაშორისოკორპორაციის გარემოსდაცვითი მენეჯერი. ხსენებულ პერიოდში იგი მონაწილეობდაბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (ბთჯ) და სამხრეთკავკასიურ გაზსადენის (სმკ) პროექტებთანდაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების გარემოსდაცვითი მუხლების შეთანხმებაში;ხელმძღვანელობდა ექსპერტთა მრავალდარგობრივ ჯგუფს, რომელიც ანხორციელებდა ხსენებულპროექტებთან დაკავშირებული სტრატეგიული გზშ-ს (მარშრუტების ანალიზი), გზშ-ს, ნავთობისდაღვრაზე რეაგირების გეგმების და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ექსპერტიზას;ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ანხორციელებდა ბთჯ და სმკ მილსადენებისმშენებლობის გარემოსდაცვით და სოციალურ მონიტორინგს და დასავლეთის მიმართულებისსაექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ მონიტორინგს.
2006 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე მ.ჭელიძე გახლდათ საქართველოს მუნიციპალურიგანვითარების ფონდის (მგფ) გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სპეციალისტი. ამთანამდებობაზე იგი ანხორციელებდა მგფ-ის ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპერტიზას დამათი განხორციელების მონიტორინგს. კერძოდ, განხორციელებულ იქნა შემდეგი საირიგაციო,დამბების რეაბილიტაციის და წყალმომარაგების პროექტების საექსპერტო განხილვა (“სკრინინგი”და “სკოპინგი” საერთაშორისო პროცედურების თანახმად): – ქ. ფოთის, ქუთაისის, ქობულეთის,რუსთავის და ბორჯომ-ბაკურიანის წყალმომარაგების პროექტი; სიონის და ალგეთისწყალსაცავების და დამბების და სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტები და 80-მდე უფრო წვრილი მასშტაბის პროექტები.
2006 წლიდან მედგარ ჭელიძე არის ჭEG-ის თანადამფუძნებელი სა საბჭოს თავმჯდომარე. ჭEG- ში საქმიანობასთან ერთად, მ.ჭელიძე ანხორციელებს გარემოსდაცვით კვლევებს შპს“ენვაირონმენტალ ტექნოლოჯის” დამფუძნებლის (2004) და პროექტების მენეჯერის სტატუსით,ისევე როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით. ბოლო 7 წლის განმავლობაში მან, როგორც ექსპერტთა მულტიდისციპლინარული ჯგუფის ხელმძღვანელმა, საქართველოში, აზერბაიჯანში და ტაჯიკისტანში განახორციელა 35 პროექტი, რომლებიც ეხებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოსდაცვითი აუდიტის და სოციალური და განსახლების საკითხებზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას (გზშ; განსახლების სამოქმედო გეგმა; და ა.შ.). პროექტები დაკავშირებული იყო ინფრასტრუქტურის განვითერბასთან: საავტომობილო გზები და რკინიგზა, ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა. “განვითარების პროექტების” ამ ჩამონათვალიდან უმრავლესობა (30) დაფინანსებული იყო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ (EBღD, ჭB, ADB, Uშ Gოვერნმენტ, შIDA). პროექტები ძირითადად განხორციელებულ იქნა საქართველოში, რამოდენიმე პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანში
მ.ჭელიძის გამოცდილება გამოყენებულ იქნა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარებისათვის. მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით, მ.ჭელიძემ განახორციელა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგებისა და ორგანიზაციული განვითარების პროგრამები საავტომობილომ გზების დეპარტამენტისათვის (გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და განსახლება), ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის (სამედიცინო ნარჩენების მართვა), შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტისათვის (გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება) და რამდენიმე ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურისა და ვეტერინარული ლაბორატორიისათვის (გარემოსდაცვითი მენეჯმენტი).