მწვანე ენერგიის შემეცნებითი-საგანმანათლებლო ცენტრი თბილისის ახალ ზოოპარკში

Energy
Georgia
BP
2010

ბი-პი ექსპლორეიშენის და აშშ განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, Stucky Caucasus-ის დახმარებით, WEG-მა დაასრულა თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სადემონსტრაციო-სასწავლო ცენტრის „მწვანე ენერგიის პარკის“ ჩამოყალიბების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. პროექტის მიზანია მოსახლეობის სხვადასხვა ფენების და უპირველესად მოსწავლე ახალგაზრდების ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება; ზოოპარკის ენერგეტიკული ხარჯების და გარემოზე ზემოქმედების შემცირება, მისი ფინანსური დამოუკიდებლობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.  პროექტის ფარგლებში იგეგმება რომ აშენდეს სასწავლო ცენტრი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით. ენერგომომარაგებისათვის გამოყენებულ იქნება განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროები, რისთვისაც უნდა აშენდეს მცირე ჰიდროელექტროსადგური, ქარის ტურბოგენერატორები, მზის ფოტოგარდამქმნელები და წყალგამაცხელებელი პანელები. შენობების გათბობა გაგრილებისთვის უნდა გამოყენებულ იქნას გეოთერმული თბური ტუმბოები, მოეწყოს ბიოგაზის გენერატორი, მოეწყოს წყლის ბიოლოგიური გაწმენდის სისტემა  და ა.შ.. ტერიტორია უნდა დაიფაროს ინფრომაციული ინტრანეტ ქსელით, მოეწყოს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო სტენდები და მოდელები, შემუშავდეს სასწავლო-სემეცნებითი პროგრამები და შეიქმნას ინტერნეტ საიტი.   პროექტი შემდგომ ეტაპზე იგეგმება ტექნიკურ ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება, დაპროექტება, დონორების მობილიზება და პროექტის პრაქტიკული განხორციელება.

პარტნიორები და დონორები