კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის

ანალიტიკური ცენტრიმსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) აცხადებს კონკურსს ენერგეტიკის საკითხების გაშუქებით დაინტერესებული საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. კონკურსის თემატიკა გულისმოხბს ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების ანალიზს ოკუპირებული რეგიონების ჭრილში.

კონკურსი ცხადდება პროექტისჟურნალისტები ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვისფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (BTS)“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას და ცნობიერების ამაღლებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

  • კონკურსი ღიაა ნებისმიერი მედია საშუალების ჟურნალისტისათვის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური თუ ონლაინ მედია).
  • ჟურნალისტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 მედია პროდუქტი  ნებისმიერ თემაზე (სტატია, რეპორტაჟი, სიუჟეტი, საგამოძიებო სტატია და სხვ.).
  • დაშვებულია ჯგუფური ნაშრომების წარმოდგენა.
  • თუ ჟურნალისტი წარმოადგენს ჯგუფთან ერთად შემუშავებულ მედია პროდუქტს, მის მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილი ნაშრომი არ განიხილება

მოთხოვნები

დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მოთხოვნები:

  • მედია პროდუქტის შინაარსი უნდა ეხებოდეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებს ოკუპირებული რეგიონების კონტექსტში. წარმოაჩენდეს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ცალკეული ენერგეტიკული საკითხების გავლენას ეროვნულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
  • მედია პროდუქტი უნდა იყოს გამოქვეყნებული ადგილობრივ ან საერთაშორისო მედიაში.
  • მედია პროდუქტი უნდა იყოს მომზადებული ქართულ ან ინგლისურ ენაზე (უკრაინასა და მოლდოვაში ეროვნულ ენებზე).
  • კონკურსის მონაწილეებისათვის სასურველია ტრენინგზე დასწრება, რომელსაც საქართველოში ჩაატარებს WEG, ხოლო მოლდოვასა და უკრაინაში WEG-ის პარტნიორი ორგანიზაციები. ტრენინგის მონაწილეების მიიღებენ საბაზისო ცოდნას  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ, რაც დაეხმარებათ საკონკურსო თემის შერჩევასა და მონაცემების მოძიებაში.

WEG და მისი პარტნიორი ორგანიზაციები დაინტერესებულ ჟურნალისტებს ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევენ.

ტრენინგი

ტრენინგი ჩატარდება ოქტომბრის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში, რის შესახებაც მონაწილეებს დამატებით ეცნობებიათ. განსაზღვრულია  6 საათიანი ონლაინ ტრენინგის ჩატარება, რომელიც გადანაწილდება 2 დღეზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან:

  • ოკუპირებულ რეგიონებში ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებს;
  • ენერგეტიკული მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიების წყაროებსა და მეთოდებს, მონაცემების ანალიზის ხერხებს;
  • სხვა დაკავშირებულ საკითხებს.

პრიზი

გამარჯვებული მედია პროდუქტის ავტორს (ავტორებს) გადაეცემა ჯილდო 1000 ევროს ოდენობით. თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

შენიშვნა: ჟიური უფლებას იტოვებს არ გასცეს სრული საპრიზო თანხა, თუკი არ იქნება მიღებული საკმარისი განაცხადი, ან მიღებული მედია პროდუქტი არ დააკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმებს.

შეფასების კრიტერიუმები

საკონკურსო მასალებს შეაფასებენ WEG და პარტნიორი ორგანიზაციები. შეფასების კრიტერიუმებია.

კრიტერიუმი

მაქსიმალური ქულა

დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება

ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვა ინფორმაცია უნდა მომდინარეობდეს სანდო წყაროებიდან;

წარმოდგენილი იყოს რამდენიმე ციტატა/კომენტარი;

ყველა წყარო უნდა იყოს რეალური და სანდო;

წარმოდგენილი იყოს არგუმენტის სხვადასხვა მხარე;

კონფლიქტის რეგიონების გაშუქება უნდა იყოს სენსიტიური და შესაბამისი სტანდარტების დაცვით წარმართული.

                40

სიღრმისეული გაშუქება და ანალიზი

მედია პროდუქტი უნდა აანალიზებდეს შერჩეული საკითხის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ასპექტებს. უნდა წარმოაჩენდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ენერგეტიკული პრობლემების კავშირს ეროვნულ უსაფრთხოებასთან.

                40

ტექნიკური გამართულობა/სტილი

ვიდეოს შემთხვევაში:

ვიდეო უნდა იყოს ტექნიკურად და მხატვრული თვალსაზრისით კარგი ხარისხის. ეს გულისხმობს კომპოზიციას, განათებას, ფერებს, სიმკვეთრეს და ა.შ.

ვიდეოში წარმოდგენილი ფაქტები უნდა იყოს რეალური და არ იყოს გაზვიადებული ან მანიპულირებული.

სტატიის შემთხვევაში

გამოქვეყნებული სტატია უნდა მოიცავდეს 1-3 ილუსტრაციას (ფოტო, დიაგრამა და სხვ. )

სტატია დაწერილი იყოს მარტივი და გასაგები ენით.

                10

გავრცელება

წარმოდგენილი მასალას უნდა ჰქონდეს ფართო გაშუქება, ქვეყნის ან საერთაშორისო მასშტაბით.  

                 10

ჯამური ქულა:

                100

მიღება

დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა, გთხოვთ  შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომ მიიღოთ ინფორმაცია ტრენინგის ან პროექტთან დაკავშირებული სხვა სიახლეების შესახებ.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო მასალის და ადრე გამოქვეყნებული მასალების ბმულები და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტა) შემდეგ მისამართზეweg@weg.ge

მასალების გამოგზავნის ბოლო ვადა 17:00, 25 დეკემბერი, 2021.

გამოქვეყნების პერიოდი

საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2021. 15 ოქტომბრიდან -  2021 . 25 დეკემბრამდე შუალედში. გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის 15 იანვრამდე.

დამატებით ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე, ან დაუკავშირდეთ:

n.shatirishvili@weg.ge

t.kvaratskhelia@weg.ge  

პარტნიორები და დონორები