კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონული თანამშრომლობა
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი
ანალიტიკური ცენტრი WEG აცხადებს კონკურსს ენერგეტიკული უსაფრთხოებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
მკვლევრები მენტორებთან ერთად იმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც 2025 წლის მარტის დასაწყისში რეგიონულ კონფერენციაზე წარადგენენ (გაიმართება თბილისში). პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეეხებოდეს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ანალიზს.
პირველ ეტაპზე დაინტერესებული მკვლევრებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, სადაც ექსპერტების მიერ მიმოხილული იქნება დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და არსებული გამოწვევები. სამუშაო შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მკვლევრებს მოეთხოვებათ საკვლევი თემის კონცეფციის წარმოდგენა, რომელსაც წინასწარ შერჩეული კომისია განიხილავს. განხილვის შედეგად შეირჩევა 3 მკვლევარი (თითო მკვლევარი თითო ქვეყნიდან), რომელიც შემდგომი 4 თვის მანძილზე მენტორთან ერთად იმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე.
მკვლევარისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 850 დოლარის ოდენობით.
ვის შეუძლია მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ, ახალგაზრდა მკვლევრებს (35 წლამდე) საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
მიღება
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა მიმართონ შემდეგ პროცედურებს:
I ეტაპი
- შეავსონ ინტერესების გამოხატვის ონლაინ ფორმა (იხ. ბმული);
- მონაწილეობა მიიღონ სამუშაო შეხვედრაში (შეხვედრაში მონაწილეობა სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ არის სავალდებულო). შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, ონლაინ ფორმა უნდა შეავსოთ 2024 წ. 24 ოქტომბრამდე.
II ეტაპი
გამოაგზავნონ საკვლევი თემის კონცეფცია და CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: weg@weg.ge მეილის სათაურში მიუთითეთ - კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
კონცეპტი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს
- პრობლემის აღწერა
- მეთოდოლოგია
ენა: ინგლისური
კონცეპტის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ოქტომბერი.
შეფასების კრიტერიუმები
| კრიტერიუმი | მაქსიმალური ქულა |
| შესაბამისობა
| 25% |
| მტკიცებულებაზე დაფუძნება და არგუმენტირებულობა
| 25% |
| ორიგინალობა და ინოვაციურობა
| 20% |
| სიცხადე და ფოკუსი/სტილი
| 15% |
| დაინტერესებული მხარეების ჩართულობა
| 15% |
ჯამური ქულა: | 100 |
შენიშვნა: ქალთა მონაწილეობის წახალისების მიზნით, სხვა თანაბარ პირობებში, უპირატესობა მიენიჭებათ ქალებს.
ზოგადი ვადები
- 21- 25 ოქტომბერი: სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული აპლიკანტებისთვის
- 30 ოქტომბერი: კონცეფციის წარდგენა
- 10 ნოემბერი: საუკეთესო კონცეფციის შერჩევა და სტიპენდიების მინიჭება
- 10 ნოემბერი- 20 თებერვალი: მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტზე მენტორებთან ერთად
- 10 მარტი: პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა რეგიონულ კონფერენციაზე
- 30 მარტი: პოლიტიკის დოკუმენტების თარგმნა ადგილობრივ ენებზე და პუბლიკაციის გამოქვეყნება
დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მეილზე: weg@weg.ge
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.