კავკსასიის გარემოსდაცვითი ცენტრის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია
25-26 ოქტომბერს, კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის ორგანიზებით მოეწყო მე-8 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – „ენერგო სექტორის გამწვანება – კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორების განვითარება ენერგო ეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებით“.
კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების არსებული პრობლემების შესახებ დისკუსიის მოწყობა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.დისკუსიისას განიხილეს ის გამოწვევები, რომლებსაცგანახლებადი ენერგიის ათვისების პროცესშიადგილი აქვს კავაკსიის ქვეყნებში, ასევე შეიმუშავეს სტრატეგია ამ პრობლემებთან გასამკლავებლად. კონფერენციას ესწრებოდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე, ფონდს „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის წარმოადგენდა,მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში, ნატალია შათირიშვილი. ნატალიამ საკუთარი პრეზენტაციისას ისაუბრა საქართველოში ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების ათვისების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. დაწვრილებით განიხილა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ათვისების პროცესში არსებული ბარიერები და მათი გადალახვის საშუალებები.