ქალაქ ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის (GCAP) პრეზენტაცია
12 ნოემბერს სასტუმრო ,,Radison Blu Batumi”-ში ქალაქ ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის (GCAP) პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქალაქის გარემოს დაცვასა და მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ინტერვენციის ხერხების განვითარებას.
აღნიშნული გეგმის პროექტის ფარგლებში მომზადდა პოლიტიკის ჩარჩო ანგარიში და ტექნიკური შეფასების ანგარიში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა შეხვედრები კერძო, სამოქალაქო, არასამთავრობო და საჯარო ორგანიზაციებთან მწვანე ქალაქის ყველაზე პრიორიტეტული გამოწვევების შესახებ. შეხვედრების საფუძველზე ჩამოყალიბდა ხედვა, შემუშავდა ქალაქის მწვანე განვითარების ხელშემწყობი პროექტები და მომზადდა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს ურბანული გარემოსდაცვითი საკითხების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
პრეზენტაციას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საკონსულტაციო კომაპნიის AECOM და WEG -ის მიერ EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით.