ჰორიზონტი 2020-ის ენერგეტიკის საინფორმაციო დღეები 2017
ჰორიზონტი 2020-ის ენერგეტიკის საინფორმაციო დღეები 23-25 ოქტომბერს ბელგიის დედაქალaქ ბრიუსელში ჩატარდა. სამდღიან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჰორიზონტი 2020-ის მიერ 2018-2020 წლებისთვის შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობები და ინოვაციური სქემები.
ღონისძიებას 800-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა კვლევითი და ინოვაციების სფეროდან, როგორიცაა ბისნესი, ევროპის და ეროვნული სავაჭრო ასოციაციები, სავაჭრო პალატები, ევროპული ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა.
ღონისძებაზე წარმოდგენილი ყველა პრეზენტაცია ხელმისაწვდომია EASME-ს ვებგვერდზე.
ღონისძიება დასრულდა ორი განსხვავებული საბროკერო ღონისძიებით:
1. 24 ოქტომბერს ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა ენერგეტიკის მიმართულებით გამართეს ყოვლისმომცველი ღონისძიება, რომელიც შეეხო ყველა თემატურ საკითხს. მონაწილეთა სია ხელმისაწვდომია .
2. მეორე ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართა და მიეძღვნა ჭკვიან და ეფექტურ ენერგიას.
ჰორიზონტი 2020 ევროკავშირის უდიდესი კვლევითი და ინოვაციების პროგრამაა, დაახლოებით 80 ბილიონი ბიუჯეტით, რომელიც ხელმისაწვდომია 7 წლის მანძილზე (2014-2020) და რომელსაც კერძო ინვესტიციებით მოზიდული თანხების ემატება.
საქართველოდან ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირი სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ენერგიის მიმართულებით არის WEG-ის წამყვანი მკვლევარი, ნატალია შათირიშვილი.