გიორგი მუხიგულიშვილი
გიორგი მუხიგულიშვილი 2010 წლიდან მუშაობს WEG-ში ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების საკითხების მკვლევარად. მისი კვლევის არე მოიცავს ენერგოპოლიტიკისა და სტრატეგიის ანალიზს, ენერგეტიკის სისტემურ მოდელირებას, დაგეგმვას, მდგრადი განვითარების საკითებს ენერგეტიკაში, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოპროექტების ეკონომიკურ და ფინანსურ ანალიზს, საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ანალიზს. გიორგი კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ I შესული ქვეყნების სათბურის გაზების ინვენტარიზაციების სერტიფიცირებული ექსპერტია. ის ასევე არის საქართელოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი. 2011 წელს გიორგიმ დაამთავრა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკისა და ენერგეტიკის ეკონომიკის სპეციალობით. ISET-ში სწავლისას მის ძირითად კვლევის საგანს წარმოადგენდა განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი საქართველოს პირობების გათვალისწინებით. 2012 წელს გიორგიმ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით სადაც მის ძირითად ინტერესის სფეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა წარმოადგენდა. 2008 წელს გიორგიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.