გაზის ტარიფები საქართველოში და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით გაზის ტარიფები შეიცვალა.

19 ივლისს, WEG-ის მიერ გამართულ შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული გაზის სექტორში არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები, გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, გაზის ბაზრის მოწყობა, ევროკავშირის ბუნებრივი გაზის ბაზრის დირექტივის და რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები და საქართველოში მათი დანერგვის თავისებურებები.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ ექსპერტი გაზის საკითხებში - ვანო პირველი, სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ირაკლი გალდავა და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის სპეციალისტი - გოჩა ჩიტიძე, 

მათ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად განუმარტეს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, საქართველოში ბუნებრივი გაზის ფასწარმოქმნის პრინციპები და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაზის სექტორში რეგულირებად და დერეგულირებულ საქმიანობას, ძირითად პრობლემებსა და ბარიერებს.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპიკერებმა იმსჯელეს გაზის ტარიფებსა და ევროკავშირის რეგულაციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე:

  • ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები გაზის სექტორში;
  • საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების სურათი - წყაროები, მოცულობები და ფასები;
  • გაზის სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტები მომხმარებლების მიხედვით;
  • საქართველოს გაზის სექტორში რეგულირებადი და დერეგულირებული საქმიანობა;
  • სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გამოსწორების ბარიერები;
  • რეკომენდაციები და პრობლემების გადაჭრის გზები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და სემეკის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.

პარტნიორები და დონორები