გაზის ტარიფები საქართველოში და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები
ენერგეტიკული ტარიფები გადახედვის პროცესშია და საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ 19 ივლისს, 10:00 სთ_ზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ილიაუნი, ჭავჭავაძის #32.) გამართულ შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული გაზის სექტორში არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები, გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, გაზის ბაზრის მოწყობა, ევროკავშირის ბუნებრივი გაზის ბაზრის დირექტივის და რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები და საქართველოში მათი დანერგვის თავისებურებები.