ენერგოინტენსივობის ტენდენციები საქართველოში

ენერგოინტენსივობა, რომელიც ზომავს ერთეული მთლიანი შიდა პროდუქტის შესაქმნელად საჭირო ენერგიის რაოდენობას, არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმის გასაზომად, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ქვეყანა ენერგიას. აღნიშნული მაჩვენებელი ფართოდ გამოიყენება, როგორც ქვეყნების ერთმანეთთან შედარებისთვის, ასევე მათი ენერგეტიკული პოლიტიკის ისტორიული ტენდენციების ანალიზისთვის. ენერგოინტენსივობაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის:

ეკონომიკის სტრუქტურა - ქვეყნის ენერგოინტენსივობა დიდწილად განპირობებულია იმით, თუ რომელი სექტორებია წამყვანი ეკონომიკაში და რამდენად ღირებულ პროდუქტს თუ სერვისს ქმნიან ისინი;

ტექნოლოგიური განვითარების დონე - თანამედროვე, ენერგოეფექტიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ამცირებს მოხმარებას და უზრუნველყოფს მის ოპტიმიზაციას;

კლიმატი - ენერგიის საჭიროება გათბობის ან გაგრილების მიზნით მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე;

ენერგიის ფასები და სუბსიდიები - დაბალი ტარიფები და სუბსიდირების პოლიტიკა ამცირებს ენერგიის დაზოგვის მოტივაციას;

ქალაქგეგმარება და ტრანსპორტი - ქალაქის დაგეგმარება და სატრანსპორტო პოლიტიკა შეიძლება გახდეს ენერგიის დაზოგვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ქალაქის კომპაქტურობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ამცირებს ენერგიის მოხმარებას.

ამ ყველაფერს კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ენერგეტიკული და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა და რეგულაციები,ომელიც კარგ შემთხვევაში ქვეყანაში ენერგიის არაპროდუქტიული გამოყენების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

საქართველო, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ენერგეტიკული რესურსების იმპორტზე, საჭიროებს იმპორტირებული ენერგიის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, რათა გაზარდოს ეკონომიკური სარგებელი და გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ მიზნით, ენერგოინტენსივობის შემცირება  პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს. თუმცა ქვეყანა ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო ენერგოინტენსივობის დონეს. IEA-ს 2021 წლის მონაცემებით, ენერგოინტენსივობა საქართველოში - 3,9 MJ/2017 USD PPP-ია, რაც 35%-ით აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 2.9 MJ/2017 USD PPP. საყურადღებოა, ისიც, რომ ბოლო ორ ათწლეულში ევროკავშირის ენერგოინტენსივობა მნიშვნელოვნად - 37%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელია. ანუ ქვეყნის ეკონომიკის ენერგოეფექტიანობა პრაქტიკულად არ იცვლება, მაშინ, როდესაც ევროპა ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. (წყარო: IEA – Energy Intensity)

საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ ევროპის ისეთ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია (2.69 MJ/USD), პოლონეთი (3.41 MJ/USD ) და სლოვენია (3.26 MJ/USD), რომელთა ეკონომიკაში ენერგოინტენსიური სექტორები, მათ შორის მეტალურგია, ქიმიური და მძიმე მრეწველობა, მნიშნელოვან როლს ასრულებს. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში გათბობის მოთხოვნა უფრო მაღალია კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო ზრდის ენერგიის მოხმარებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით თვალშისაცემია თურქეთის მაჩვენებელი, სადაც ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი 2.5 MJ/USD-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დამატებული ღირებულების ერთეულის წარმოებაზე დაახლოებით 56%-ით მეტ ენერგიას მოიხმარს. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ არსებული ენერგეტიკული და ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ენერგიის ეფექტიანად გამოყენებას და მის გამოსწორების სიგნალს იძლეოდეს. თუმცა საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად უფრო დეტალური ანალიზია საჭირო.

ამასთან საქართველოში მაღალ ენერგოინტენსივობა შესაძლოა შემდეგი ფაქტორებით აიხსნას: ერთერთია აფხაზეთის ენერგომოხმარება, რომელიც შედის ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში, თუმცა არ აისახება მთლიან შიდა პროდუქტში. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტორის გავლენა ენერგოინტენსივობის საერთო მაჩვენებელზე შედარებით მცირეა და დაახლოებით 4.5%-იან ცდომილებას იძლევა. გარდა ამისა, ეკონომიკასთან შედარებით მაღალი საყოფაცხოვრებო მოხმარება, ეკონომიკაში ნაკლებმომგებიანი და ენერგოინტენსიური დარგების განვითარება, შენობების ან სატრანსპორტო პარკის დაბალი ენერგოეფექტიანობა, და ა.შ. ის დამატებითი ფაქტორებია, რომელიც ენერგოინტენსივობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, საქართველოს ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი ნათლად ასახავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ აღწევს ენერგიის გამოყენების ეფექტიან დონეს. ევროპასთან არსებული განსხვავება არ აიხსნება მხოლოდ კლიმატური თუ სტრუქტურული ფაქტორებით, არამედ ენერგეტიკული და ეკონომიკური პოლიტიკის სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს. ამ ვითარებაში კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზის და კვლევის ჩატარება, რეალისტური დასკვნების გამოტანა და მიზნობრივი, კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავება.

პარტნიორები და დონორები