ენერგოეფექტურობა შენობებში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესრულების მთავარი გამოწვევები

"ენერგოეფექტურობა შენობებში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესრულების მთავარი გამოწვევები - ამ თემაზე სასაუბროდ, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ორგანიზებით, 24 მარტს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მერიის, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

სემინარის მიზანი იყო საქართველოს სამშენებლო სექტორში  ენერგოეფექტურობის დანერგვის მხარდაჭერა ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

ენეგრეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს განახორციელოს დირექტივები შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით. ვალდებულების მიხედვით, ყველა ახალი შენობა უნდა შეესაბამებოდეს ენერგოეფეტურობის სტანდარტებს. ძველი შენობების ენერგოეფექტურობის საკითხი კი მათი რეკონსტრუქციის დროს უნდა მოგვარდეს. ვალდებულება თავდაპირველად სამთავრობო და მუნიციპალურ შენობებს, მოგვიანებით კი კერძო სექტორს შეეხება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ეხებოდა ენერგოეფექტურობის ვალდებულების შესრულების სხვადასხვა საკითხს:

შეხვედრის­ მეორე ნაწილში შედგა დისკუსია განხილულიქტორის ღონისძიებები - დახმარება პირველი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმმონაწილეების მხრიდან აღინიშნა, რომ ენერგოეფექტური მშენებლობის შემოღება აუცილებელი პროცესია, თუმცა არსებობს გარკვეული ბარიერები. საქართველოში არ არსებობს ერთიანი სამშენებლო ნორმები და მოქმედებს 37 სხვადასხვა სტანდარტი, რომელთაგან სამშენებლო კომპანიებს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლიათ აირჩიონ მათთვის მისაღები ალტერნატივა. სამშენებლო კოდექსი შემუშავების სტადიაზეა.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომაროება მნიშვნელოვნად აისახება ენერგოეფექტურობის ვალდებულების შესრულებაზე. ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს არსებული დაბალი ტარიფები და დეველოპერებისა და მყიდველების ინტერესებს შორის განსხვავებაც, რამდენადაც კომპანიები ცდილობენ იაფი შენობების აშენებას, მყიდველები კი შენობების ხარისხზე აკეთებენ აქცენტს, რაც მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ფინანსური ფაქტორები ზღუდავს ასევე საჯარო სექტორებს შესყიდვებში იხელმძღვანელონ ენერგოეფეტურობის პრინციპებით.

დამსწრეებმა სისტემურ პრობლემებზეც გაამხვილეს ყურადღება. პრობლემას წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლაპარაკებებს ენერგეტიკის სამინისტრო უძღვება, განხორციელება კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისრტოს ეკისრება.

შეხვედრას ორგანიზებას უწევდა ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ მხარდაჭერით.

შეხვედრის საფუძველზე მომზადდა შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

პარტნიორები და დონორები