ენერგოეფექტურობა შენობებში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესრულების მთავარი გამოწვევები
პარასკევს, 24 მარტს, 17:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შ. დადიანის ქ 2/1) გაიმართება სემინარი თემაზე - "ენერგოეფექტურობა შენობებში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესრულების მთავარი გამოწვევები“.
სემინარის მიზანია საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის დანერგვის მხარდაჭერა ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
განიხილება შემდეგი საკითხები:
- ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველოსთვის განსაზღვრული მოთხოვნები შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვის მიმართულებით
- დაგეგმილი ღონისძიებები (ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, მერების შეთანხმება, დაბალემისიანი განვითარების სამოქმედო გეგმა და სხვ.)
- დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები (ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, სამშენებლო კოდექსი)
- საცხოვრებელი, კომერციული და საჯარო სექტორისთვის საჭირო მიდგომები
- ბაზრის დაგეგმვა და შენობებში ენერგოეფქტურობის ბარიერების ანალიზი
- დასკვნები და რეკომენდაციები მომავალი საქმიანობისთვის
სემინარის მონაწილეები:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- ენერგეტიკის სამინისტრო
- თბილისის მერია
- ექსპერტები, არქიტექტორები, დეველოპერები და ენერგო აუდიტორები
- სამშენებლო კომპანიები
- დონორი ორგანიზაციები
დასწრება თავისუფალია!